ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
ლეონ III (714-741) პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო. ის თვლიდა, რომ მისი პოლიტიკის წყალობით იმპერია დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რომ ებრაელები დაუახლოვდებოდნენ ქრისტიანებს. ეპისკოპოსი კონსტანტინე ასწავლიდა მას, რომ ხატწერისათვის შეეხედა, როგორც იდეოლოგიისათვის. ლეონმა ძალაუფლება წაართვა სუსტ [[თეოდოსი II (ბიზანტიის იმპერატორი)|თეოდოსი II]]-ს და თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ის შეძლებდა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლის]] [[არაბები|არაბებისაგან]] დაცვას. მართლაც, რომ არა ლევ III, [[717]] წელს კონსტანტინოპოლს მუსლიმები დაიპყრობდნენ.
726 წელს ლეონ III–მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, თუმცა ის ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ ისინი, რათა ხალხის თაყვანისცემისაგან განერიდებინათ. ამას მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. იმავე წლის ზაფხულში [[კრეტა|კრეტის]] სამხრეთ-დასავლეთით ზღვის ფსკერზე და
დასავლეთში ხატმებრძოლეობის შესახებ შეიტყვეს ჩასული თვითმხილველებისაგან. მთელი იტალია აღსდგა ედიქტის წინააღმდეგ, პაპმა [[გრიგოლ II (პაპი)|გრიგოლ II]]-მ [[რომი|რომში]] კრება მოიწვია, რომელმაც 727 წელს ხატმებრძოლეობის ერესი დაგმო. მან ლეონის ქვეშევრდომობაზე უარი განაცხადა. [[იტალია|იტალიაში]] იმპერატორის პორტრეტებს გარეთ ყრიდნენ და ფეხით თელავდნენ.
იმპერატორისათვის რთული იყო პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა ხატების წინააღმდეგ, რადგანაც პატრიარქი გერმანე ხატების მომხრე იყო. ლეონ III-მ [[729]] წელს პატრიარქი პირად მოლაპარაკებაზე მიიწვია, თუმცა უშედეგოდ. 730 წელს ლეონ III-მ ბრძანა ჩამოეხსნათ სასახლის შესასვლელში აღმართული ხატი, მოსახლეობა მუდარით შესთხოვდა იმპერატორს ხელი აეღო ამ საქციელზე. ჯარმა ხალხი ძალის გამოყენებით დაშალა, უამრავი ადამიანი ჭყლეტაში, ზოგიერთი კი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა.
ხაზი 28:
პატრიარქ გერმანეს ემხრობოდა [[იოანე დამასკელი]]. მან იმპერატორს სახალხო წერილი მისწერა:„ვხედავ და ვადევნებ თვალყურს თქვენს საქმიანობას, როგორც ჩანს, შეჩერებას არ აპირებთ და არც მე ვაპირებ გავჩუმდე, მე ღვთის უფრო მეტად მეშინია, ვიდრე იმპერატორის. ხალხი თვლის, რომ იმპერატორი ამქვეყნიური მეუფეა, თუმცა ის იმას ივიწყებს, რომ მოკვდავია და ბევრ შეცდომას უშვებს და საკუთარი რწმენით არ ინდობს ხალხს“. შემდეგ კი მოუწოდებს ეკლესიას, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს და იმის მომხრე იყო, რომ აღნიშნული საკითხი მსოფლიო კრებას გადაეწყვიტა. ის ასევე „აპოლოგიაში ხატმებრძოლთა წინააღმდეგ“ წერდა:„იმიტომ რომ მეფის გამოსახულება – მეფედ იწოდება და მასაც ისეთივე პატივი მიეგება, როგორც თვით მეფეს, მაგრამ ეს ორი მეფე როდია, რადგან გამოსახულების შექმნითა და არსებობით არ მცირდება მეფის ძალაუფლება და არ განიყოფა მისი დიდება. ასევე ერთია ჩვენმიერი დიდებულებაც, ჩვენს მიერ ჩვენი უფლისა და მეფის განდიდებაც და არა მრავალი, რის გამოც ხატისადმი – გამოსახულებისადმი მიგებული პატივი პირველსახეზე გადადის. ამრიგად ის, რაც აქ მიბაძვითია, ხატია, ის იქ არსებითია – ძეა“.
733 წელს პატრიარქ გერმანეს ადგილას დაინიშნა [[ანასტასი]], რომელიც იმპერატორის საქმიანობის ხელშემწყობად მოიაზრებოდა. ხატები გამოიტანეს, ეპისკოპოსები და სასულიერო პირები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ, რადგანაც დაემუქრნენ: „ვინც ხატებს აღიარებს, თუ სასულიერო პირი იქნება, ხარისხი ჩამოერთმევა, ხოლო საერო - შეჩვენებული იქნება და სამოქალაქო სასამართლოს გადაეცემა“.
ლეონ III გარდაიცვალა 741 წლის 18 ივნისს. ეკლესიამ მისი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა და ერთი კვირის შემდეგ [[ანათემა|ანათემას]] გადასცა:„იმპერატორი ლეონი - პირველი ხატმებრძოლი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი, ბარბაროსი, დემონის მსახური და მისი მხარდამჭერი, ქრისტეს მდევნელი ცრუ პატრიარქი ანასტასი - ანათემა ორივეს“.
ლეონ ისავრიელის საქმიანობას
ორთა მმართველობა 742-743 წლებში მიმდინარეობდა, მალე კონსტანტინე დედაქალაქში ჯარით შევიდა, შეიპყრო
მხოლოდ 765 წლიდან დაიწყო ნამდვილი დევნა. ხატები დალეწეს, მონასტრები დახურეს, ყაზარმებად და სასტუმროებად აქციეს, სამონასტრო საკუთრება ჩამოართვეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს, ხუთი წლის განმავლობაში მთელს იმპერიაში მძვინვარებდა დევნა. „კაცს შეიძლება ეფიქრა, - წერს ერთი თანამედროვე, რომ მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად ამოეძირკვა მონაზვნობა“.
|