დეივიდ ლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
{{ინფოდაფა მეცნიერი
| სახელი = დეივიდ მარშალ ლენგი
| მშობლიური სახელი =
| ფოტო =
| საიტი =
}}
'''დეივიდ მარშალ ლენგი''' ({{lang-en|David Marshall Lang;}} დ. [[6 მაისი]], [[1924]], [[კენტის საგრაფო]] — გ. [[20 მარტი]], [[1991]]) — ინგლისელი [[კავკასიოლოგია|კავკასიოლოგი]], [[ისტორიკოსი]], [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნე]]. ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის [[პროფესორი]], [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს საპატიო დოქტორი ([[1968]]). სწავლობდა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯში. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს ([[1939]]-[[1945]]) დროს იყო ბრიტანეთის საელჩოს მდიავანი [[ირანი|ირანში]]. [[1946]] წლიდან დაიწყო [[რუსეთი]]სა და [[კავკასია|კავკასიის]] ისტორიის შესწავლა. [[1949]] წლიდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში, [[1952]]-[[1953]] წლებში მუშაობდა [[ევროპა]]სა და [[აშშ]]-ში. დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურას. [[1951|1951 წელს]] საგანგებო წერილი მიუძღვნა [[პეტრე იბერი]]ს ვინაობის საკითხს. [[1963|1963 წელს]] ორიენტალისთთა მოსკოვის XVXXV საერთაშორისო კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლენგის გამოკვლევა „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები“. მან გამოავლინა „სიბრძნე ბალავარისას“ ქართული იერუსალიმური ნუსხა და [[1966|1966 წელს]] გამოსცა მისი თარგმანი [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]. ამავე წელს [[ლონდონი|ლონდონში]] დაიბეჭდა ლენგის ნარკვევი „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები“, [[1970|1970 წელს]] — „ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში“.
 
დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] ახალ პერიოდს. [[1957|1957 წელს]] გამოსცა წიგნი „ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658-1832“, ხოლო [[1962|1962 წელს]] დაიბეჭდა „საქართველოს ახალი ისტორია. XIX-XX“. ლენგმა ნარკვევები მიუძღვნა [[გიორგი ბრწყინვალე|გიორგი ბრწყინვალის]] მეფობას, [[ქართველები|ქართველთა]] მოღვაწეობას [[ირანი|ირანში]] [[სეფიანთა დინასტია|სეფიანთა დინასტიის]] დამხობის ხანაში, [[ვახტანგ VI]]-ის ურთიერთობას სარანგეთთან, [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით რუსთა ჯარების ყოფნას [[საქართველო]]ში [[1769]]-[[1771]] წლებში და სხვ.
 
მის კალამს ეკუთვნის მიმოხილვითი საცნობარო წიგნი „ქართველები“ ([[1966]]). ლენგის რამდენიმე ნარკვევი ეხება ქართული [[ნუმიზმატიკა|ნუმიზმატიკის]] საკითხებს.
 
==თხზულება==
* ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში «ცისკარი», 1957, №4.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|168|ბარამიძე ა., ხანთაძე შ.}}
 
{{DEFAULTSORT:ლენგი, დეივიდ}}
[[კატეგორია:ინგლისელები]]
[[კატეგორია:ინგლისელი ქართველოლოგები]]
[[კატეგორია:ინგლისელი კავკასიოლოგები]]
[[კატეგორია:ინგლისელი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:ინგლისელი ლიტერატურათმცოდნეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1991]]
 
[[hy:Դեյվիդ Լենգ]]