მანუელ ნოიერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მანუელ ნოიერი''' (დ. [[27 მარტი]], [[1986]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] ფეხბურთელი, [[გერმანიის ბუნდესლიგა|გერმანიის ბუნდესლიგის]] კლუბ „[[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|ბაიერნის]]“ და [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიის ეროვნული ნაკრების]] [[მეკარე (ფეხბურთი)|მეკარე]]. ცნობილია შესანიშნავი რეაქციით და ბურთის განაწილების უნარით.<ref>{{cite web|title=Player Profile|url=http://soccernet.espn.go.com/player/_/id/84774/manuel-neuer?cc=5901|publisher=ESPN Soccernet|accessdate=1 July 2012}}</ref>
 
ნოიერმა პროფესიული კონტრაქტი გააფორმა 2005 წელს მისი მშობლიური ქალაქის კლუბის, „[[შალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)|შალკე 04-ს]]“ ყველა ასაკობრივ გუნდში წარმატებული გამოსვლის შემდეგ. მისი დებიუტი [[გერმანიის ბუნდესლიგა|ბუნდესლიგაში]] შედგა 2006-2007 წლების სეზონში, როცა მოედანზე გამოჩნდა დაშავებული [[ფრანკ როსტი]]ს ნაცვლად. 20 წლის მეკარე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა მას შემდეგ, რაც როსტი დაშავდა „[[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|მიუნხენის ბაიერნთან]]“ მატჩის წინ.
 
2011 წლის [[1 ივნისი|1 ივნისს]] „[[შალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)|შალკე 04]]“ და „[[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|ბაიერნი]]“ შეთანხმდნენ, რომ ნოიერი გადავიდოდა [[მიუნხენი|მიუნხენურ]] კლუბში 2011 წლის ივლისში.<ref>{{cite news|url=http://www.schalke04.com/news/single-view/artikel/schalke-give-green-light-to-neuers-bayern-move.html|title = Schalke give green light to Neuer's Bayern move | date=2 June 2011|accessdate=2 June 2011|publisher=[[FC Schalke 04]]}}</ref> კლუბს და ნოიერს შორის გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის ვადაც იწურება 2016 წელს.
 
==ტიტულები==