ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: als:Ikonoklasmus
No edit summary
ხაზი 4:
იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ. ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდა ბერ-მონაზვნობა და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკლესია-მონასტრებისათვის მიწები და ქონება ჩამოერთმია. ამით იგი ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებას და თავისი ხელისუფლების განმტკიცებას.
 
== ხატმებრძოლეობის პირველი პერიოდი ==
 
ხატმებრძოლთა დევნა დაიწყო [[ისავრიელთა დინასტია|ისავრიელთა დინასტიის]] მმართველობის პერიოდში და ორ ეტაპად წარიმართა. პირველი პერიოდის ხატმებრძოლი იმპერატორები იყვნენ : [[ლეონ III ისავრიელი]] (714-741), [[კონსტანტინე V კოპრონიმი]]( 741-770), [[ლეონ IV ხაზარი]] (770-775)და ირინე (775-802).
 
ლეონ III (714-741) პირველი ხატმებრძოლი იმპერატორი იყო. ის თვლიდა, რომ მისი პოლიტიკის წყალობით იმპერია დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს, რომ ებრაელები დაუახლოვდებოდნენ ქრისტიანებს. ეპისკოპოსი კონსტანტინე ასწავლიდა მას, რომ ხატწერისათვის შეეხედა, როგორც იდეოლოგიისათვის. ლეონმა ძალაუფლება წაართვა სუსტ [[თეოდოსი II (ბიზანტიის იმპერატორი)|თეოდოსი II]]-ს და თავისი საქციელი იმით გაამართლა, რომ ის შეძლებდა [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლის]] [[არაბები|არაბებისაგან]] დაცვას. მართლაც, რომ არა ლევ III, [[717]] წელს კონსტანტინოპოლს მუსლიმები დაიპყრობდნენ.
 
726 წელს ლეონ III–მ გამოაქვეყნა პირველი ედიქტი ხატების წინააღმდეგ, თუმცა ის ხატების შემუსვრას კი არ ბრძანებდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ უფრო მაღლა დაეკიდათ ისინი, რათა ხალხის თაყვანისცემისაგან განერიდებინათ. ამას მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. იმავე წლის ზაფხულში [[კრეტა|კრეტის]] სამხრეთ-დასავლეთით ზღვის ფსკერზე და ცილადის კუნძულებზე ვულკანი ამოიფრქვა, რაც იმპერატორმა ღვთის სასჯელად ჩათვალა და ის ხატწერას დაუკავშირა. ელადამ და ციკლადების კუნძულებმა უარი შუთვალეს იმპერატორს ბრძანების შესრულებაზე. იმპერატორმა ხატებთან დაკავშირებით საიდუმლო კრება მოიწვია. პატრიარქი გერმანე აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას მსოფლიო კრების გარეშე შეუძლებლად თვლიდა. ამას დაემთხვა ის ფაქტიც, რომ 726 წელს არაბებმა [[ნიკეა]] დაიპყრეს. მოსახლეობამ ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსახულება გამოიტანა და მასზე ლოცულობდა, ხოლო ერთმა ჯარისკაცმა ფეხით დალეწა ის და ქვებით ჩაქოლა. გადმოცემის თანახმად, მეორე დღეს ის ადამიანი არაბებმა ჩაქოლეს. ქალაქი არაბებისაგან გადარჩა. ისინი უფრო მეტად განიმსჭვალნენ რწმენით ხატებისადმი.
 
დასავლეთში ხატმებრძოლეობის შესახებ შეიტყვეს ჩასული თვითმხილველებისაგან. მთელი იტალია აღსდგა ედიქტის წინააღმდეგ, პაპმა გრიგოლ II-მ [[რომი|რომში]] კრება მოიწვია, რომელმაც 727 წელს ხატმებრძოლეობის ერესი დაგმო. მან ლეონის ქვეშევრდომობაზე უარი განაცხადა. [[იტალია|იტალიაში]] იმპერატორის პორტრეტებს გარეთ ყრიდნენ და ფეხით თელავდნენ.
 
იმპერატორისათვის რთული იყო პირდაპირ ბრძოლაში ჩართვა ხატების წინააღმდეგ, რადგანაც პატრიარქი გერმანე ხატების მომხრე იყო. ლეონ III-მ [[729]] წელს პატრიარქი პირად მოლაპარაკებაზე მიიწვია, თუმცა უშედეგოდ. 730 წელს ლეონ III-მ ბრძანა ჩამოეხსნათ სასახლის შესასვლელში აღმართული ხატი, მოსახლეობა მუდარით შესთხოვდა იმპერატორს ხელი აეღო ამ საქციელზე. ჯარმა ხალხი ძალის გამოყენებით დაშალა, უამრავი ადამიანი ჭყლეტაში, ზოგიერთი კი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა.
 
პატრიარქ გერმანეს ემხრობოდა [[იოანე დამასკელი]]. მან იმპერატორს სახალხო წერილი მისწერა:„ვხედავ და ვადევნებ თვალყურს თქვენს საქმიანობას, როგორც ჩანს, შეჩერებას არ აპირებთ და არც მე ვაპირებ გავჩუმდე, მე ღვთის უფრო მეტად მეშინია, ვიდრე იმპერატორის. ხალხი თვლის, რომ იმპერატორი ამქვეყნიური მეუფეა, თუმცა ის იმას ივიწყებს, რომ მოკვდავია და ბევრ შეცდომას უშვებს და საკუთარი რწმენით არ ინდობს ხალხს“. შემდეგ კი მოუწოდებს ეკლესიას, რომ ამ საქმიანობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს და იმის მომხრე იყო, რომ აღნიშნული საკითხი მსოფლიო კრებას გადაეწყვიტა. ის ასევე „აპოლოგიაში ხატმებრძოლთა წინააღმდეგ“ წერდა:„იმიტომ რომ მეფის გამოსახულება – მეფედ იწოდება და მასაც ისეთივე პატივი მიეგება, როგორც თვით მეფეს, მაგრამ ეს ორი მეფე როდია, რადგან გამოსახულების შექმნითა და არსებობით არ მცირდება მეფის ძალაუფლება და არ განიყოფა მისი დიდება. ასევე ერთია ჩვენმიერი დიდებულებაც, ჩვენს მიერ ჩვენი უფლისა და მეფის განდიდებაც და არა მრავალი, რის გამოც ხატისადმი – გამოსახულებისადმი მიგებული პატივი პირველსახეზე გადადის. ამრიგად ის, რაც აქ მიბაძვითია, ხატია, ის იქ არსებითია – ძეა“.
 
733 წელს პატრიარქ გერმანეს ადგილას დაინიშნა ანასტასი, რომელიც იმპერატორის საქმიანობის ხელშემწყობად მოიაზრებოდა. ხატები გამოიტანეს, ეპისკოპოსები და სასულიერო პირები წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავდნენ, რადგანაც დაემუქრნენ: „ვინც ხატებს აღიარებს, თუ სასულიერო პირი იქნება, ხარისხი ჩამოერთმევა, ხოლო საერო - შეჩვენებული იქნება და სამოქალაქო სასამართლოს გადაეცემა“.
ლეონ III გარდაიცვალა 741 წლის 18 ივნისს. ეკლესიამ მისი მოღვაწეობა უარყოფითად შეაფასა და ერთი კვირის შემდეგ [[ანათემა|ანათემას]] გადასცა:„იმპერატორი ლეონი - პირველი ხატმებრძოლი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი, ბარბაროსი, დემონის მსახური და მისი მხარდამჭერი, ქრისტეს მდევნელი ცრუ პატრიარქი ანასტასი - ანათემა ორივეს“.
 
ლეონ ისავრიელის საქმიანობას გამგრძელებლი გაუჩნდა მისი ვაჟის კონსტანინე V-ის სახით, მის დროს ხატმებრძოლეობამ სასტიკი ხასიათი მიიღო. ზოგიერთი ისტორიკოსები მის დიდებას ცამდე სწევენ, მის გამარჯვებებს და ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობას, მაგრამ ვერაფერი დამალავს მის სისასტიკეს, რომელიც მან გამოიჩინა. მისმა სიძემ, სომეხმა არტავაზმა, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი და ანა, ისარგებლა, რომ კონსტანტინე აღმოსავლეთის ფრონტზე იმყოფებოდა, კონსტანტინოპოლი მიიტაცა და იმპერატორი გარდაცვლილად გამოაცხადა. პატრიარქი ანასტასი მიემხრო მის საქმიანობას და აღიარა, რომ კონსტანტინე იყო ერეტიკოსი და პიროვნება, „რომელიც უსინდისოდ უარყოფდა ღმერთს“.
 
ორთა მმართველობა 742-743 წლებში მიმდინარეობდა, მალე კონსტანტინე დედაქალაქში ჯარით შევიდა, შეიპყრო არტავაზდი და შვილთან ერთად თვალები დასთხარა. ანასტასი კვლავ ხატმებრძოლთა მხარეზე დადგა. კონსტანტინემ 754 წელს [[ჰიერა|ჰიერაში]] სასულიერო კრება მოიწვია, რომელზეც მან დიდი ზარ-ზეიმით დაგმო ხატები. კრებაზე შეგროვდა 338 ეპისკოპოსი, თუმცა რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქები მასში არ მონაწილეობდნენ. პატრიარქი ანასტასი კრებამდე გარდაიცვალა. კრებას თეოდოსი ეფესოელი თავმჯდომარეობდა. სხდომები 10 თებერვლიდან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ბოლო სხდომა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს და ანასტასის მემკვიდრედ კონსტანტინე სილეელი აირჩიეს. იმპერატორი ხატების შემდეგ წმინდანთა ნაწილების დევნაზეც გადავიდა. წმინდა ეფთვიმეს ნაწილები იმ ტაძრიდან ამიღეს, სადაც IV მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა და ლუსკუმასთან ერთად ზღვაში ჩაძირეს, ხოლო მისი სახელობის ტაძარი სამხედო ტანსაცმლისა და იარაღის საწყობად გადააქციეს. იმპერატორის საქციელს წინ აღუდგა წმინდა სტეფანე, რომელმაც კონსტანტინესშემდეგი სიტყვით მიმართა:„რა სასჯელს დავიმსახურებ, თუკი ამ მონეტას, რომელზეც იმპერატორია გამოსახული, მიწაზე დავაგდებ და ფეხით გავთელავ? აქედან შეგიძლია დაინახო, თუ რა სასჯელის ღირსია ის, ვინც ქრისტეს და წმინდა დედის ხატს შეურაცხყოფს“. მან ძირს დააგდო მონეტა და ფეხით შესდგა. სასჯელმაც არ დააყოვნა და იმპერატორის ბრძანებით ის საპყრობილეში ჩააგდეს. იგივე სასჯელი მოუვლინა იმპერატორმა იოანე დამასკელსა, გერმანე კონსტანტინეპოლელსა და გიორგი კიპრიელს, 27 აგვისტოს ისინი იპოდრომზე ანათემას გადასცეს.
 
მხოლოდ 765 წლიდან დაიწყო ნამდვილი დევნა. ხატები დაამტვრიეს, მონასტრები დახურეს, ყაზარმებად და სასტუმროებად აქციეს, სამონასტრო საკუთრება ჩამოართვეს, ბერ-მონაზვნები შეიპყრეს და დილეგში ჩაყარეს, ხუთი წლის განმავლობაში მთელს იმპერიაში მძვინვარებდა დევნა. „კაცს შეიძლება ეფიქრა, - წერს ერთი თანამედროვე, რომ მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად ამოეძირკვა მონაზვნობა“.
 
ლეონ IV ხაზარის ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმპერიაში მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა. ის თითქოს ვერც გრძნობდა მიმდინარე მოვლენების დინებას, ვერც კი ახერხებდა, თავი წარმოეჩინა, როგორც წინამორბედ იმპერატორთა საქმის “ღირსეულ” გამგრძელებელს.
 
== ხატმებრძოლეობის მეორე პერიოდი ==
[[787]] წელს [[ნიკეის მეორე საეკლესიო კრება|VII მსოფლიო საეკლესიო კრება]]ზე, [[ნიკეა]]ში, აღდგენილ იქნა ხატთაყვანისცემა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ირინე დედოფალს, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის სახელი მართავდა ქვეყანას.