ჰიპოთეზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
ჰიპოთეზის საშუალებით, გარკვეული ფაქტების საფუძველზე, კეთდება დასკვნა ცალკეული ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზის შესახებ. ჰიპოთეზას ალბათური ხასიათი აქვს, ამიტომ განსხვავებით [[აქსიომა|აქსიომისა]] და [[პოსტულატი|პოსტულატისგან]] საჭიროა მისი შემოწმება და დასაბუთება. როგორც წესი, ჰიპოთეზა გამოითქმება მის დამადასტურებელ მთელი რიგი დაკვირვებების საფუძველზე. ჰიპოთეზას შემდგომში ან საბოლოოდ ამტკიცებენ და მას იღებენ როგორც დადგენილ ფაქტს (იხ. [[თეორემა]], [[თეორია]]), ან უარყოფენ (მიუთითებენ [[კონტრმაგალი|კონტრმაგალითზე]]) გადაიქცევა რა მცდარ მტკიცებულებად.
 
დაუმტკიცებელ და არაუარყოფილ ჰიპოთეზას უწოდებენ '''ღია პრობლემას'''.
 
ჰიპოთეზა დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა–ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
ხაზი 18:
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჰიპოთეზები შემაკავშირებელი რგოლია თეორიულ [[კონცეფცია|კონცეფციასა]] და კვლევის ემპირიულ ბაზას შორის. არსებობს ჰიპოთეზათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. კვლევის ამოცანათა მიხედვით – ძირითადი და არაძირითადი ჰიპოთეზები. 2. საგნობრივი სფეროს შესახებ ვარაუდების შინაარსის მიხედვით – აღწერითი და ახსნითი ჰიპოთეზები. 3. დამუშავებისა და დასაბუთებულობის ხარისხის მიხედვით – პირველადი და მეორადი ჰიპოთეზები. 4. ვარაუდების ერთიანობის ხარისხის მიხედვით, ჰიპოთეზები – საფუძვლები და ჰიპოთეზები – შედეგები (ანუ საფუძველჩამყრელი და გამომდინარეობითი ხასიათის ჰიპოთეზები).
 
მეცნიერულ მეთოდოლოგიაში განასხვავებენ '''თეორიულ ჰიპოთეზებსა''' და ჰიპოთეზებს, როგორც ემპირიულ ვარაუდებს, რომლებიც ექვემდებარებიან ექსპერიმენტალურ შემოწმებას. აქედან პირველი შედის თეორიის სტრუქტურაში ძირითადი ნაწილის სახით.
 
თეორიული ჰიპოთეზების წამოყენება ხდება თეორიაში შინაგანი წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად ან თეორიისა და [[ექსპერიმენტი|ექსპერიმენტალურ შედეგებს]] შორის სხვადასხვაობის დასაძლევად და წარმოადგენს თეორიული ცოდნის სრულყოფის ინსტრუმენტს.
 
'''სამეცნიერო ჰიპოთეზა''' უნდა აკმაყოფილებდეს [[ფალსიფიცირება|ფალსიფიცირებისა]] (თუკი ექსპერიმენტის საფუძველზე მოხდა მისი უარყოფა) და [[ვერიფიკაცია|ვერიფიცირების]] (თუ ექსპერიმენტალურად მოხდა მისი დადასტურება) პრინციპებს.
 
ჰიპოთეზების მეორე ტიპი - ვარაუდები, რომლებიც წამოყენებულია ექსპერიმენტალური კვლევის მეთოდით პრობლემის გადასაწყვეტად, განეკუთნებიან '''ექსპერიმენტალურ ჰიპოთეზებს'''. არ არის აუცილებელი ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები ეფუძნებოდნენ თეორიას. წარმომავლობის მიხედვით ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები თავის მხრივ კიდევ შეიძლება დაიყოს სამი ტიპად:
პირველი - ჰიპოთეზები, რომლებიც ეფუძნება თეორიებს ან რეალობის მოდელებს და წარმოადგენენ ამ თეორიის ან მოდელების შედეგების პროგნოზებს (ე.წ '''თეორიულად დასაბუთებული ჰიპოთეზები'''). ისინი ემსახურებიან კონკრეტული თეორიის ან მოდელის შედეგების შემოწმებას.
 
მეორე - '''სამეცნიერო ექსპერიმენტალური ჰიპოთზები''', რომლებიც ასევე წამოყენებულია ამა თუ იმ თეორიის, კანონების, ადრე აღმოჩენილი კანონზომიერებების ან მოვლენებს შორის მიზეზობრივი კავშირების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, მაგრამ რომლებიც არ ეფუძნებიან უკვე არსებულ თეორიებს, არამედ ფორმულირებულია [[პაულ კარლ ფეიერაბენდის|ფეიერაბენდის]] პრინციპით ”ყველაფერი ნებადართულია”( ” «anything goes»”).
 
მესამე - ემპირიული ჰიპოთეზები, რომლებიც წამოყენებულია ყოველგვარი თეორიის ან მოდელის გარეშე, ანუ ფორმულირებულია მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის. ექსპერიმენტალური შემოწმების შემდეგ ასეთი ჰიპოთეზა გადაიქცევა ფაქტად, მაგრამ კვლავ მოცემული შემთხვევისათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოთეზა“-დან