ჰიპოთეზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
დაუმტკიცებელი და არაუარყოფილი ჰიპოთეზას უწოდებენ ღია პრობლემას.
 
მეცნიერულ მეთოდოლოგიაში განასხვავებენ თეორიულ ჰიპოთეზებსა და ჰიპოთეზებს, როგორც ემპირიულ ვარაუდებს, რომლებიც ექვემდებარებიან ექსპერიმენტალურ შემოწმებას.
 
ჰიპოთეზა დიდ როლს ასრულებს მეცნიერული ცოდნის განვითარებაში. ის ნებისმიერი მეცნიერული კვლევა–ძიების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
Line 17 ⟶ 15:
 
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ჰიპოთეზები შემაკავშირებელი რგოლია თეორიულ [[კონცეფცია|კონცეფციასა]] და კვლევის ემპირიულ ბაზას შორის. არსებობს ჰიპოთეზათა კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: 1. კვლევის ამოცანათა მიხედვით – ძირითადი და არაძირითადი ჰიპოთეზები. 2. საგნობრივი სფეროს შესახებ ვარაუდების შინაარსის მიხედვით – აღწერითი და ახსნითი ჰიპოთეზები. 3. დამუშავებისა და დასაბუთებულობის ხარისხის მიხედვით – პირველადი და მეორადი ჰიპოთეზები. 4. ვარაუდების ერთიანობის ხარისხის მიხედვით, ჰიპოთეზები – საფუძვლები და ჰიპოთეზები – შედეგები (ანუ საფუძველჩამყრელი და გამომდინარეობითი ხასიათის ჰიპოთეზები).
==ჰიპოთეზის კლასიფიკაცია==
მეცნიერულ მეთოდოლოგიაში განასხვავებენ თეორიულ ჰიპოთეზებსა და ჰიპოთეზებს, როგორც ემპირიულ ვარაუდებს, რომლებიც ექვემდებარებიან ექსპერიმენტალურ შემოწმებას.აქედან პირველი შედის თეორიის სტრუქტურაში ძირითადი ნაწილის სახით.
თეორიული ჰიპოთეზების წამოყენება ხდება თეორიაში შინაგანი წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად ან თეორიისა და [[ექსპერიმენტი|ექსპერიმენტალურ შედეგებს]] შორის სხვადასხვაობის დასაძლევად და წარმოადგენს თეორიული ცოდნის სრულყოფის ინსტრუმენტს.
 
სამეცნიერო ჰიპოთეზა უნდა აკმაყოფილებდეს [[ფალსიფიცირება|ფალსიფიცირებისა]] (თუკი ექსპერიმენტის საფუძველზე მოხდა მისი უარყოფა) და [[ვერიფიკაცია|ვერიფიცირებას]] (თუ ექსპერიმენტალურად მოხდა მისი დადასტურება) პრინციპებს.
 
ჰიპოთეზების მეორე ტიპი - ვარაუდები, რომლებიც წამოყენებულია ექსპერიმენტალური კვლევის მეთოდით პრობლემის გადასაწყვეტად, განეკუთნებიან ექსპერიმენტალურ ჰიპოთეზებს. არ არის აუცილებელი ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები ეფუძნებოდნენ თეორიას. წარმომავლობის მიხედვით ექსპერიმენტალური ჰიპოთეზები თავის მხრივ კიდევ შეიძლება დაიყოს სამი ტიპად:
პირველი - ჰიპოთეზები, რომლებიც ეფუძნება თეორიებს ან რეალობის მოდელებს და წარმოადგენენ ამ თეორიის ან მოდელების შედეგების პროგნოზებს (ე.წ თეორიულად დასაფუთებული ჰიპოთეზები). ისინი ემსახურებიან კონკრეტული თეორიის ან მოდელის შედეგების შემოწმებას.
 
მეორე - სამეცნიერო ექსპერიმენტალური ჰიპოთზები, რომლებიც ასევე წამოყენებულია ამა თუ იმ თეორიის, კანონების, ადრე აღმოჩენილი კანონზომიერებების ან მოვლენებს შორის მიზეზობრივი კავშირების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, მაგრამ რომლებიც არ ეფუძნებიან უკვე არსებულ თეორიებს, არამედ ფორმულირებულია ფეიერაბენდის პრინციპით ”ყველაფერი ნებადართულია”( ” «anything goes»”).
 
მესამე - ემპირიული ჰიპოთეზები, რომლებიც წამოყენებულია ყოველგვარი თეორიის ან მოდელის გარეშე, ანუ ფორმულირებულია მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის. ექსპერიმენტალური შემოწმების შემდეგ ასეთი ჰიპოთეზა გადაიქცევა ფაქტად, მაგრამ კვლავ მოცემული შემთხვევისათვის.
 
ამასთან ნებისმიერი ექსპერიმენტალური ჰიპოტეზის ძირითადი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ოპერაციონალიზირებადნი არიან. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ფორმულირებულია კონკრეტული ექსპერიმენტალური პროცედურის ტერმინებში. ყოველთვისაა შესაძლებელი ჩატარდეს ექსპერიმენტი მათ შესამოწმებლად.
 
ჰიპოთეზები შინაარსის მიხედვით შეიძლება დაიყოს ჰიპოთეზებად რომლებიც შეიცავენ: ა) მოვლენას; ბ) მოვლენებს შორის კავშირებს; გ)მოვლენებს შორის მიზეზობრივ კავშირებს.
 
მკვლევარები განასხვავებენ მეცნიერულ და სტატისტიკურ ჰიპოთეზებს. ექსპერიმენტალური ჰიპოთეზა ემსახურება ექსპერიმენტის ორგანიზირებას, ხოლო [[სტატისტიკა (მეცნიერება)|სტატისტიკური]] - რეგისტრირებადი პარამეტრების შედარების პროცედურის ორგანიზირებას. ანუ სტატისტიკური ჰიპოთეზა აუცილებელია ექსპერიმენტალური კვლევების მონაცემების მათემატიკური ინტერპრეტაციის ეტაპზე.
 
ჰიპოთეზები, რომლებიც არ იქნენ უარყოფილნი ექსპერიმენტალურად, გადაიქცევიან რეალობის შესახებ თეორიული ცოდნის კომპონენტებში: ფაქტები, კანონზომიერებები, კანონები.
 
ამრიგად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თეორიის უშუალო შემოწმება ექსპერიმენტში არ შეიძლება. თეორიული გამონათქვამები წარმოადგენენ უნივერსალურს; მათგან გამომდინარეობენ კერძო დასკვნები, რომლებსაც უწოდენენ სწორედ ჰიპოთეზებს. ისინი უნდა იყოს შინაარსიანი, ოპერაციონალური (პოტენციურად უარყოფადი) და ფორმულირებული ორი ალტერნატივის სახით. თეორიის უარყოფა ხდება მაშინ, როდესაც მისგან გამომდინარე კერძო დასკვნები არ დასტურდება ექსპერიმენტში.
 
დასკვნები, რომლის გაკეთების საშუალებას ექსპერიმენტი იძლევა ასიმეტრიულია: ჰიპოთეზა შეიძლება უარყოფილიქნას, მაგრამ უარყოფილი ჰიპოტეზა არასოდეს შეიძლება მიღებულიქნას საბოლოოდ. ნებისმიერი ჰიპოთეზა ღიაა შემდგომი შემოწმებისთვის.
 
== მათემატიკური ჰიპოთეზების მაგალითები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოთეზა“-დან