ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ტავის →თავის
ხაზი 1:
[[ფაილი:Treaty of Küçük Kaynarca1.jpg|thumb|250px|მემორიალური დაფა ზავის ხელმოწერის ადგილზე]]'''ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774''' - [[რუსეთის იმპერია|რუსეთისა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთს]] შორის 1774 წლის 10-21 ივლისს სოფელ ქუჩუკ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წწ. ომი]]. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია:გადაეცა ტერიტოარია [[დნეპრი|დნეპრსა]] და ბუგს შორის, სიმაგრეები [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] - [[კინბურნი]], [[ქერჩი]] და [[იენიკალე]]; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი [[მდინარე]] ეისა და [[თერგი]]ს ხაზზე გავიდა; [[ყირიმის სახანო]]ს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.
 
ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი [[საქართველო]]ს ეხებოდა. ოსმალეთი "საზეიმოდ" აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან "სამუდამოდ" იღებდა ხელს [[იმერეთის სამეფო|იმერეთისაგან]] ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც - იმერეთის ციეხებს ([[ბაღდათი]], [[შორაპანი]], [[ქუთაისი]]), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, "ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა", ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც "ძველთაგან არ ეკუთვნოდა") მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების ტავისთავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ [[სოლომონ I]]-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.
 
ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს ([[ქართველები]], [[მოლდაველები]], [[რუმინელები]]), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.