ყვავილოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ნასკვის კედლებზე თესლკვირტები სხედან. ნასკვის წარმოქმნამ ურზუნველყო თესლკვირტების დაცვა, პლასტიკური ნივთიერებათა ეკონომია. განაყოფიერების შემდეგ ნასკვიდან ნაყოფი ვითარდება, სადაც თესლებია მოთავსებული. სწორედ აქედან წარმოდგება ყვავილოვან მცენარეთა მეორე სახელწოდება — ფარულთესლოვანები. ნაყოფის წარმოშობამ ფარულთესლოვანებში განაპირობა თესლის გავრცელების მრავალნაირობა. ნასკვის წარმოქმნასთან არის დაკავშირებული ფარულთესლოვანთა კიდევ ერთი არსებითი განსხვავება: მტვრის მარცვლები თესლკვირტებში ხვდება ნაყოფის სპეციალიზებული ზონით — დინგით.
 
ყვავილოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული საჩანასახე პარკი და ორმაგი განაყოფიერება, რაც გამოიხატება სპერმიების კვერცხუჯრედთან მეორეულ ბირთვთან ერთდროულად შერწყმაში. სამტვრე მილს აკისრია ახალი ფუნქცია - გამანაყოფიერებელი ელემენტების გადატანა თესლკვირტამდე. განაყოფიერების შედეგად წარმოიქმნება ტრიპლოიდური ენდოსპერმი, რომლის ჰიბრიდული ბუნება და პლოიდურობა პროგრესული ნიშანია ყვავილოვანი მცენარეებისათვის. ყვავილოვან მცენარეებში მკვეთრადაა გამოსახული მდედრობითი (საჩანასახე პარკის)და მამრობითი გამეტოფიტის (მტვრის მარცვალი გენერაციული და ვეგეტატიური უჯრედებითურთ) რედუქცია, მძლავრადაა განვითარებული სპოროფიტი.