ყვავილოვანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(r2.7.2) (ბოტის შეცვლა: ca:Magnoliòfit)
(დაემატა ახალი ცნობები)
{{მუშავდება|[[მომხმარებელი:Otogi|Otogi]]| 15 ივლისი, 2012}}
[[ფაილი:Sweetbay Magnolia Magnolia virginiana Flower Closeup 2242px.jpg|მინი|ფარულთესლოვნები]]
'''ფარულთესლოვნები''' (Angiospermae), '''ყვავილოვნები''' (Magnoliophyta ანუ Anthophyta), [[თესლოვანი მცენარეები|თესლოვან მცენარეთა]] განყოფილება. მათთვის დამახასიათებელია ტიპური ყვავილი, რომელიც [[შიშველთესლოვნები|შიშველთესლოვანთა]] სტრობილებისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ მეგასპოროფილი გადაქცეული აქვთ ნაყოფფოთლად. ნაყოფფოთლების შეზრდით წარმოიქმნება ღრუ სხეული, რომელშიც თესლკვირტები ვითარდება. ფარულთესლოვნებისთვის დამახასიათებელია [[ორმაგი განაყოფიერება]]. ფარულთესლოვნები ყველაზე მრავალგვაროვანი ჯგუფია.
 
უმაღლეს მცენარეთა ჯგუფი. მიცავს 400 ოჯახს, 12 ათასზე მეტ გვარს და თითქმის 240 ათ. სახეობას; რაოდენობრივად მცენარეთა ყველა დანარჩენ ჯგუფს აღემატება. ყვავილოვანი მცენარეების წარმომადგენლები ზომითაც უდიდესია მთელ ორგანულ სამყაროში. მაგ., ზოგიერთის (ევკალიპტი) სიმღლე 100 მ აღწევს, ზოგი ლიანის სიგრძე 200 მ-ზე მეტია. ყვავილოვანი მცენარეები ყველა კლიმატური ზონასა და მრავალნაირ ეკოლოგიურ პირობებში იზრდება — ტროპიკულ ტყეებიდან ტუნდრამდე, ჭაობებიდან — უდაბნოებამდე და ზღვის სანაპიროებიდან — უმაღლეს მთებამდე. ისინი შეადგენენ ბიოსფეროს მცენარეული სამყაროს ძირითად მასას და უზრუნველყოფენ ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის არსებობას.
 
ყვავილოვანი მცენარეები თავისი აგებულებითა და ფუნქციებით ურთულესია მცენარეთა ყველა სხვა ჯგუფთან შედარებით. მათ ახასიათებთ მაღალსპეციალიზებული გამტარი სისტემა თავისი ჭურჭლებით და თანამგზავრი უჯრედების მქონე საცრიანი მილებით, სასიცოცხლო პროცესების, ზრდისა და განვითარების აჩქარება, მზის მაღალ რადიაციასთან შეგუება, სპეციალიზებული ნივთიერებების - ალკალოიდების, ეთრზეთების, გლიკოზიდების და სხვ. წარმოქმნა, მაღალი პლასტიკურობა (განსაკუთრებით ფოთლების), მრავალიარუსიანი თანასაზოგადოებების შექმნის უნარი. მხოლოდ ყვავილოვანი მცენარეებისთვისაა დამახასიათებელი ყვავილი, რომელშიც ნაყოფის ფოთლებნისაგან ანუ მეგასპოროფილებისაგან შექმნილი დახურული სათავსი-ნასკვია განვითარებული.
 
 
== იხილეთ აგრეთვე ==