ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ალაზნის ვაკის [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის [[რელიეფი|რელიეფში]], რომელიც კონტინენტური [[გეოსინკლინი]]ს ტიპობრივ თვისებებს ატარებს. [[მთა|მთებით]] თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების [[არიდული ჰავა|არიდული ჰავისაგან]] განესტიანების მეტი სიუხვით. [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი [[ჰავა]] არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა [[მდინარე]]ებისაგან დაშორებით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება [[კახეთი]]ს სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა [[გომბორის ქედი]]ს კალთებიდან.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა) |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქართველო|page=276-281 თბ. 1964}}</ref>
 
გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე [[საქართველო]]ს ტერიტორიის ფრიად თავისებური [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას — ცოცხალ კონტინენტურ [[გეოსინკლინი|გეოსინკლინს]], რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება [[პლიოცენი]]დან დაიწყო; შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას [[კავკასიონი|კავკასიონის მთისწინეთი]] იყო, რაც მტკიცდება ივრის ზეგანზე არსებული ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების [[მინერალოგია|მინერალოგიური შედგენილობით]]. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, — ეს მტკიცდება მთელი რიგი [[სტრატიგრაფია (გეოლოგია)|სტრატიგრაფიული]] და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] ფაქტებით — დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი [[წყება (გეოლოგია)|წყების]] არსებობით, რაც [[ჭაბურღილი|ჭაბურღილებითაა]] დადგენილი; [[კავკასიონი]]დან და [[გომბორის ქედი]]დან ჩამომავალი [[მდინარე]]ების მძლავრი [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსების]] დეფრომაციისდეფორმაციის ნიშნებით და სხვ.<ref name="Mar" />
 
ვაკეზე ჩრდილოეთიდან მიბჯენილი [[კავკასიონი|კავკასიონის მთისწინეთი]] აგებულია ალპინოტიპურად დანაოჭებული ზედა იურული და ცარცული ნალექებით და წარმოადგენს დაძირული ზონის ნაშთს, მოსხეპილს რამდენადმე ალმაცერად გამავალი [[რღვევა|რღვევის]] სიბრტყით. კავკასიონის ნაგებობა აქ განიცდის სამხრეთ-დასავლეთისაკენ წამოცოცებას [[აზერბაიჯანი]]ს ტექტონიკური ბელტის კიდურ ნაწილზე.<ref name="Mar" />
კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი [[მდინარე]]ების, მათ შორის [[სტორი]]ს, [[ლოპოტა|ლოპოტის]], [[დიდხევი (მდინარე)|დიდხევის]], [[ჩელთი]]ს, [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]], [[ავანისხევი]]ს, [[ლაგოდეხისწყალი|ლაგოდეხისწყლის]] ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასირებული]]. ალაგ-ალაგ გვხვდება [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისწინეთის საერთო მარტივ [[სტრუქტურა]]ს.<ref name="Mar" />
 
ალაზნის ვაკე ბრტყელი [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკის]] შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში იგი გართულებულია [[მდინარე]] [[ალაზანი|ალაზნის]] მარცხენა და მარჯვენა შენაკადების მძლავრი [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსებით]]. აღსანიშანვიააღსანიშნავია [[მდინარე]] [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]] [[გამოზიდვის კონუსი]], რომლის სიგრძეა 10 [[კმ]], ხოლო სიგანე 6,5 [[კმ]]. შეფარდებითი სიმაღლე 180 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე [[მდინარე]] [[თურდო]]ს [[გამოზიდვის კონუსი]] (ზომები 7,5X3,2 კმ).<ref name="Mar" />
 
ვაკის აკუმულაციური [[რელიეფი]] გართულებულია მორფოლოგიური დეტალებით — მცირე სიღრმის მქონე და იშვიათი [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული ფორმებით]], რომლებიც ჩაჭრილია გამონაზიდებში და არ ქმნან ერთობლივ ქსელს. [[სიღნაღი]]ს [[მერიდიანი]]ს [[აღმოსავლეთი]]თ [[მდინარე]] [[ალაზანი]] იკლაკნება და [[მეანდრი|მეანდრეებს]] ქმნის. იმავე [[მერიდიანი]]ს [[დასავლეთი]]თ მას გაცილებით უფრო სწორი მიმართულება აქვს.<ref name="Mar" />