ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[ფაილი:Alazan Valley. Old hut basement.jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
[[ფაილი:Alazan valley 4.jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
'''ალაზნის ვაკე''' ('''''ალაზნის ველი''''') — მთათაშუა [[აკუმულაცია (გეოლოგია)|აკუმულაციური]] [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]] [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და [[ივრის ზეგანი|გარეკახეთის ზეგანს]] შორის. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[აღმოსავლეთი]]საკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდინარე ალაზანი]].
 
ალაზნის ველისვაკის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, [[ზამთარი]] ზომიერად ცივი, [[ზაფხული]] ცხელი. ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია [[სეტყვა]].
ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის [[ტყე|ტყით]], სადაც უმთავრესად [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ალვის ხე]]. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი [[ბუნებრივი რესურსები|ბუნებრივი რესურსებით]] მდიდარი და საქართველოს[[საქართველო]]ს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.
 
დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი (ქალაქი)|წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
 
ალაზნის ვაკის [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის [[რელიეფი|რელიეფში]], რომელიც კონტინენტური [[გეოსინკლინი]]ს ტიპობრივ თვისებებს ატარებს. [[მთა|მთებით]] თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარი გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების [[არიდული ჰავა|არიდული ჰავისაგან]] განესტიანების მეტი სიუხვით. [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი [[ჰავა]] არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა [[მდინარე]]ებისაგან დაშორებით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება [[კახეთი]]ს სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, — წარმტაცია მისი სანახაობა [[გომბორის ქედი]]ს კალთებიდან.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა) |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქართველო|page=276-281 თბ. 1964}}</ref>
 
გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე [[საქართველო]]ს ტერიტორიის ფრიად თავისებური [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას — ცოცხალ კონტინენტურ [[გეოსინკლინი|გეოსინკლინს]], რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება [[პლიოცენი]]დან დაიწყო; შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას [[კავკასიონი|კავკასიონის მთისწინეთი]] იყო, რაც მტკიცდება ივრის ზეგანზე არსებული ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების [[მინერალოგია|მინერალოგიური შედგენილობით]]. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, — ეს მტკიცდება მთელი რიგი [[სტრატიგრაფია (გეოლოგია)|სტრატიგრაფიული]] და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] ფაქტებით — დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი [[წყება (გეოლოგია)|წყების]] არსებობით, რაც [[ჭაბურღილი|ჭაბურღილებითაა]] დადგენილი; [[კავკასიონი]]დან და [[გომბორის ქედი]]დან ჩამომავალი [[მდინარე]]ების მძლავრი [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსების]] დეფრომაციის ნიშნებით და სხვ.<ref name="Mar" />
 
ვაკეზე ჩრდილოეთიდან მიბჯენილი [[კავკასიონი|კავკასიონის მთისწინეთი]] აგებულია ალპინოტიპურად დანაოჭებული ზედა იურული და ცარცული ნალექებით და წარმოადგენს დაძირული ზონის ნაშთს, მოსხეპილს რამდენადმე ალმაცერად გამავალი [[რღვევა|რღვევის]] სიბრტყით. კავკასიონის ნაგებობა აქ განიცდის სამხრეთ-დასავლეთისაკენ წამოცოცებას [[აზერბაიჯანი]]ს ტექტონიკური ბელტის კიდურ ნაწილზე.<ref name="Mar" />
 
[[კახეთი]] და მასთან მოსაზღვრე შირვანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მთისწინა ზოლის ერთადერთი ისეთი ნაწილია, რომელიც აგებულია არა მესამეული, არამდე [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] ფორმაციებით, და სადაც ბორცვნალი ზოლი ძლიერ შევიწროებული და ალაგ-ალაგ მთლიანად მოგლეჯილია. ამიტომ ბორცვნალი ზონა, რომელიც ალაზნის ვაკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეს გაუყვება, განირჩევა [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] წყობის სიმარტივით.
 
კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი [[მდინარე]]ების, მათ შორის [[სტორი]]ს, [[ლოპოტა|ლოპოტის]], [[დიდხევი (მდინარე)|დიდხევის]], [[ჩელთი]]ს, [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]], [[ავანისხევი]]ს, [[ლაგოდეხისწყალი|ლაგოდეხისწყლის]] ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასირებული]]. ალაგ-ალაგ გვხვდება [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისწინეთის საერთო მარტივ [[სტრუქტურა]]ს.<ref name="Mar" />
 
ალაზნის ვაკე ბრტყელი [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკის]] შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში იგი გართულებულია [[მდინარე]] [[ალაზანი|ალაზნის]] მარცხენა და მარჯვენა შენაკადების მძლავრი [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსებით]]. აღსანიშანვია [[მდინარე]] [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]] [[გამოზიდვის კონუსი]], რომლის სიგრძეა 10 [[კმ]], ხოლო სიგანე 6,5 [[კმ]]. შეფარდებითი სიმაღლე 180 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე [[მდინარე]] [[თურდო]]ს [[გამოზიდვის კონუსი]] (ზომები 7,5X3,2 კმ).<ref name="Mar" />
 
ვაკის აკუმულაციური [[რელიეფი]] გართულებულია მორფოლოგიური დეტალებით — მცირე სიღრმის მქონე და იშვიათი [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული ფორმებით]], რომლებიც ჩაჭრილია გამონაზიდებში და არ ქმნან ერთობლივ ქსელს. [[სიღნაღი]]ს [[მერიდიანი]]ს [[აღმოსავლეთი]]თ [[მდინარე]] [[ალაზანი]] იკლაკნება და [[მეანდრი|მეანდრეებს]] ქმნის. იმავე [[მერიდიანი]]ს [[დასავლეთი]]თ მას გაცილებით უფრო სწორი მიმართულება აქვს.<ref name="Mar" />
 
[[კახეთი]]ს ფარგლებში [[ალაზანი|ალაზნის]] [[კალაპოტი]] მეტწილად ემთხვევა დეპრესიის გაწვრივ ღერძს, მაგრამ სამხრეთ-აღმსოავლეთით, [[აზერბაიჯანი]]ს საზღვართან მარჯვნივ არის გადაადგილებული და [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგნის]] კიდეს ეკვრის.<ref name="Mar" />
 
ალაზნის ვაკევაკეზე გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. დამახასიათებელია ცხელი [[ზაფხული]] და ზომიერად ცივი [[ზამთარი]].
იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, [[დასავლეთი]]დან და [[ჩრდილოეთი]]დან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 11-13°C, [[იანვარი|იანვარში]] 0,-1°C. უთბილესი თვის [[ტემპერატურა]] 21-25°C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27°C, მაქსიმალური 40°C აღწევს. [[ვეგეტაციური პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდში]] 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.
 
ტერიტორიისნალექები უმეტეს700–1000 ნაწილშიმმ 800-1300წელიწადში, მმნალექების ნალექიმაქსიმუმი მოდის[[მაისი|მაისშია]], წელიწადშიმინიმუმი — [[იანვარი|იანვარში]]. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.
 
ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი [[საქართველო]]ს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა [[სეტყვა|სეტყვიან]] დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.
 
[[ნიადაგი|ნიადაგური]] და [[ფლორა|მცენარეული საფარი]] ალაზნის ვაკის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში საკმაოდ განსხვავებულია, რაც განპირობებულია მარცხენა მხრის უფრო უხვი განესიტანებითგანესტიანებით [[ჰაერი]]ს იმ მასების მიერ, რომლებიც [[კავკასიონი|კავკასიონს]] ეჯახებიან და იძულებული ხდებიან მაღლა ავიდნენ.
 
==ლიტერატურა==
{{commonscat|Alazani valley}}
{{ქსე|1|263|მარუაშვილი ლ.}}
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 263, თბ., 1975;
*''[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]].,'' ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990.
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზნის_ვაკე“-დან