ქსნის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jaba1977|Jaba1977]]|2=2012 წლის 13 ივლისი}}
[[ფაილი:Ksani valley as seen from Ksani fortress (Photo A. Muhranoff, 2011).jpg|მინი|300პქ|ქსნის ხეობა - ხედი [[ქსნის ციხე]]დან.]]
'''ქსნის ხეობა''' — [[მდინარე]] [[ქსანი|ქსნის]] ხეობა. მდებარეობს [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] დასავლეთ ნაწილში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედის ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში: ზემო მხარე, ქსნის სათავიდან სოფელ [[ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ოძისამდე]]<ref>სოფელი ოძისი შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში.</ref>, მიეკუთვნება [[ახალგორის მუნიციპალიტეტი|ახალგორის მუნიციპალიტეტს]]. აღნიშნული ტერიტორია [[2008]] წლიდან ოკუპირებულია [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციის]] მიერ<ref name="ოკუპაცია">[http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=3089 კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ].</ref>. ქვემო ნაწილი კი [[ქსოვრისი]]დან [[ციხისძირი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|ციხისძირამდე]] [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტში]].
 
ქსნის ხეობას ესაზღვრება: [[აღმოსავლეთი]]თ - [[არაგვი]]ს [[არაგვის ხეობა|ხეობა]], [[დასავლეთი]]თ [[ლეხურა|ლეხურის]] [[ლეხურის ხეობა|ხეობა]], [[ჩრდილოეთი]]თ - [[ალევის ქედი]], [[სამხრეთი]]თ კი - [[მდინარე]] [[მტკვარი]].
 
მდინარე ქსნის სათავე [[კავკასიონი|კავკასიონზეა]] და შედგება 3 ხეობისაგან: [[ჭურთა|ჭურთის]], [[ქარჩოხი|ქარჩოხისა]] და [[ცხრაძმისხევი]]საგან. ქარჩოხი და ცხრაზმის ხეობები ერთდებიან [[ლარგვისი]]ს ზემოთ, ლარგვისში კი მათ უერთდებათ [[ჭურთა]]. მდინარე ქსანი გაივლის [[მუხრანის ვაკე]]ს და სოფელ [[ქსანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|ქსანთან]] მარცხნიდან უერთდება [[მტკვარი|მტკვარს]].
Line 65 ⟶ 64:
==ძეგლი ერისთავთა==
მიუხედავად რთული პოლიტიკური მდგომარეობისა, ქსნის ხეობაში კულტურული ცხოვრება არ შეფერხებულა. [[XV საუკუნე]]ში, [[ლარგვისის მონასტერი|ლარგვისის მონასტერში]], [[ავგაროზ ბანდაისძე]]მ დაწერა "[[ძეგლი ერისთავთა]]" - ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ქსნის ერისთავთა კარზე.
 
==მიგრაცია==
საქართველოს მძიმე ისტორიული წარსულის გამო ქსნის ხეობა სახიზრად იყო ქცეული. მტრისაგან შეწუხებული მოსახლეობა ბარიდან მთაში გარბოდა, მშვიდობის დროს კი უკან ბრუნდებოდნენ. აქედან გამომდინარე ქსნის ხეობაში მოსახლეობის გადაადგილებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
XIII საუკუნის ქსნის დამლევისათვის ქსნის ხეობაში გამოჩდნენ ოსები.
ოსები X-XII საუკუნეებში იმიერკავკასიაში ცხოვრობდნენ. XIII საუკუნეში ისინი მონღოლებმა ძლიერ შეავიწროვეს. ი.ბარბაროს ცნობით: “ოსები პირვანდელ საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნილ იქნენ თათართაგან (исторические известия об Аланах-Асах стр.61). “ძეგლი ერისთავთა” გვამცნობს, რომ: “იქმნა ფრიადი შფოთი ქუეყანასა ოვსეთისასა, და იქმნა ფრიადი სისხთა დათხევა მეფეთა შორის მათთა” (ქები II, Gგვ2)
 
თანდათან ოსებმა დატოვეს თავიანთი პირვანდელი მიწა-წყალი და კავკასიის მთებში იხიზნებიან. უკვე XIII საუკუნის ბოლოს, ოსებმა ხელში ჩაიგდეს იმიერკავკასიიდან ქართლში გადმოსასვლელი გზები. ერთ-ერთი ასეთი გადმოსასვლელი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არსებობდა ქსნის ხეობაში. მალე საქართველომ ვეღარ შეძლო ჩრდილოეთ საძღვრების დაცვა და ოსები იწყებენ შემოსვლას და დასახლებას ეტაპობრივად. (დ.გვრიტიშვილი “საქ.ისტორიის ნარკვევები” გვ.275)
ერეკლე II-ემ როდესაც ქსნის ხეობაში მოსახლეობის აღწერა ჩაატარა, ოსების ათეულობით სოფელია უკვე დაფიქსირებული (იხ.ცხრილები) დროთა განმავლობაში ოსები მოიწევენ სამხრეთით და ერევიან ქართულ მოსახლეობას.
ქსნის ხეობაში ოსები და ქართველები მშვიდობიანად ცხოვრობენ. XX საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის დიდი მცდელობის შედეგად, ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც ასობით ოსმა ოჯახმა დატოვა საცხოვრებელი და ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა.
მოსახლეობის ჩასახლებას ქსნის ხეობაში ადგილი ჰქონდა XVII საუკუნეში. ირანის შაჰმა, შაჰ-აბას II-ემ 1616 წელს საქართველოდან გადაასახლა ათეულ ათასობით ადამიანი, სანაცვლოდ ასახლებდა ირანელ ტომებს. მდ. მტკვრისა და მდ.ქსნის შესართავთან არის სოფელი ციხისძირი, სადაც სწორედ შაჰის მიერ ჩასახლებული ირანელები ცხოვრობენ.
 
XVIII საუკუნეში მუხრანბატონები თავშესაფარს აძლევენ სხვადასხვა ქვეყნებიდან დევნილ ადამიანებს. მათ შეფარეს აისორები. დღეს აისორები ცხოვრობენ სოფელ ქანდაში, სოფელი როზენტალი კი გერმანელებმა ააშენეს.
მუხრანბატონები თავშესაფარს აძლევდნენ სომხებსაც. სომხების და რუსების ქსნის ხეობაში ჩასახლებამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო XIX საუკუნის 30-იან წლებში.
რუსეთი საქართველოში ატარებდა კოლონიზატორულ პოლიტიკას. ამ პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას დემოგრაფიული ექსპანსია წარმოადგენდა, რაც საქართველოში უცხო ტომელთა ჩამოსახლებასა და დემოგრაფიული ვითარების ქართველთა საზიანოდ შეცვლას ითვალისწინებდა.
 
1828-1829 წლებში რუსეთმა დაამარცხა თურქეთი და წაართვა სამცხე-ჯავახეთი. აქედან განდევნეს ქართველი მაჰმადიანები და სანაცვლოდ თურქეთიდან შემოსული 30 ათასი სომეხი ოჯახი ჩაასახლეს. სწორედ ამ დროს მოხდა სომეხი მოსახლეობის ჩასახლება ქსნის ხეობაშიც.
მუხრანში მათ ააშენეს გრეგორიანული ეკლესია რომელიც დღეს უმოქმედოა და არის მძიმე მდგომარეობაში. სომხების გარკვეულმა ნაწილმა ქართული გვარები მიიღო. მოხდა მათი შერწყმა ქართულ მოსახლეობასთან.
ქსნის ხეობაში XX საუკუნის მეორე ნახევრიდან აღინიშნება მიგრაციის მაღალი დონე. მძიმე სოციალური და ეკონომიური პირობების გამო მოსახლეობა ტოვებდა მთას და სახლდებოდნენ ბარში.
მაგ. ქ. კასპში ასობით ოჯახი გადასახლდა ქსნის ხეობიდან რადგანაც ქ.კასპში, იმ დროისათვის ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაოს მოძებნა ადვილად შეიძლებოდა. დღეს აქ ცხოვრობენ ქნის ხეობიდან ჩასული შემდეგი გვარები: პავლიაშვილები, ქენქაძეები, ლოთიშვილები, მიდელაშვილები, თინიკაშვილები, ბალაშვილები და სხვა.
მთიდან ჩასული მოსახლეობა ძირითადად შიდა ქართლში და კახეთში დასახლდა. მაგალითად ყვარელის რაიონში ცხოვრობენ: პავლიაშვილები, გვრიტიშვილები, მიდელაშვილეი და ა.შ.
 
ქსნის ხეობიდან მოსახლეობის მცირე ნაწილი ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა. არსებობს რამდენიმე სოფელი სადაც ქართვლები სახლობენ მაგ: ბალთა, ივანოვკა ამ სოფლებში მოსახლე ქართველები მხოლოდ ქსნის ხეობიდან არიან.
მთიდან ადამიანთა ჩამოსახლება დღესდღეობით შეჩერდა, ვინაიდან დღეს მთას ოცდაოთხი საათი ელექტროენერგია მიეწოდება, მოწესრიგდა გზები, არის სატელეფონო კავშირი, მუშაობს ტელევიზია და ა.შ.
 
მაგრამ ძირითადი ნაწილი, მთაში დარჩენილი მოსახლეობისა არის საშუალო ასაკს გადაცილებული ან მოხუცი. არის უამრავი ნასახლარი და მიტოვებული სოფლები.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქსნის_ხეობა“-დან