ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(დაემატა ახალი ცნობები)
კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი [[მდინარე]]ების, მათ შორის [[სტორი]]ს, [[ლოპოტა|ლოპოტის]], [[დიდხევი (მდინარე)|დიდხევის]], [[ჩელთი]]ს, [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]], [[ავანისხევი]]ს, [[ლაგოდეხისწყალი|ლაგოდეხისწყლის]] ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასირებული]]. ალაგ-ალაგ გვხვდება [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისწინეთის საერთო მარტივ [[სტრუქტურა]]ს.
 
ალაზნის ვაკე ბრტყელი ვაკის შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ სინამდვილეში იგი გართულებულია მდინარე ალაზნის მარცხენა და მარჯვენა შენაკადების მძლავრი გამოზიდვის კონუსებით. აღსანიშანვია მდინარე დურუჯის გამოზიდვის კონუსი, რომლის სიგრძეა 10 კმ, ხოლო სიგანე 6,5 კმ. შეფარდებითისიმაღლე 180 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე თურდოს გამოზიდვის კონუსი (ზომები 7,5X3,2 კმ). ვაკის აკუმულაციური რელიეფი გართულებულია მორფოლოგიური დეტალებით - მცირე სიღრმის მქონე და იშვიათი ეროზიული ფორმებით, რომლებიც ჩაჭრილია გამონაზიდებში და არ ქმნან ერთობლივ ქსელს. სიღნაღის მერიდიანის აღმოსავლეთით მდინარე ალაზანი იკლაკნება და მეანდრეებს ქმნის. იმავე მერიდიანის დასავლეთით მას გაცილებით უფრო სწორი მიმართულება აქვს.
 
კახეთის ფარგლებში ალაზნის კალაპოტი მეტწილად ემთხვევა დეპრესიის გაწვრივ ღერძს, მაგრამ სამხრეთ-აღმსოავლეთით, აზერბაიჯანის საზღვართან მარჯვნივ არის გადაადგილებული და ივრის ზეგნის კიდეს ეკვრის.
 
გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ცხელი [[ზაფხული]]თა და ზომიერად ცივი [[ზამთარი|ზამთრით]].
იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 11-13°C, [[იანვარი|იანვარში]] 0,-1°C. უთბილესი თვის ტემპერატურა 21-25°C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27°C, მაქსიმალური 40°C აღწევს. [[ვეგეტაციური პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდში]] 10°C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.
 
ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 800-1300 მმ ნალექი მოდის წელიწადში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.
 
ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი –2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი [[საქართველო]]ს სხვა რაიონებისაგან გამოირჩევა არა [[სეტყვა|სეტყვიან]] დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მოყენებული ზარალით.
 
==ლიტერატურა==