ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Alazani Valley (2).jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
[[ფაილი:Khornabuji Fortress. View of the Alazani Plain.jpg|thumb|300px|ალაზნის ველი]]
'''ალაზნის ვაკე''' (''ალაზნის ველი'') — მთათაშუა [[აკუმულაცია (გეოლოგია)|აკუმულაციური]] [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]] [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და [[ივრის ზეგანი|გარეკახეთის ზეგანს]] შორის. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით. ვაკე დახრილია [[სამხრეთი|სამხრეთ]]-აღმოსავლეთისაკენ[[აღმოსავლეთი]]საკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდინარე ალაზანი]].
 
ალაზნის ველის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივი, ზაფხული ცხელი. ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი — იანვარში. ალაზნის ველზე ხშირია სეტყვა.
[[კახეთი]] და მასთან მოსაზღვრე შირვანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მთისწინა ზოლის ერთადერთი ისეთი ნაწილია, რომელიც აგებულია არა მესამეული, არამდე [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] ფორმაციებით, და სადაც ბორცვნალი ზოლი ძლიერ შევიწროებული და ალაგ-ალაგ მთლიანად მოგლეჯილია. ამიტომ ბორცვნალი ზონა, რომელიც ალაზნის ვაკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეს გაუყვება, განირჩევა [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] წყობის სიმარტივით.
 
კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი [[მდინარე]]ების, მათ შორის [[სტორი]]ს, [[ლოპოტა|ლოპოტის]], [[დიდხევი (მდინარე)|დიდხევის]], [[ჩელთი]]ს, [[დურუჯი (მდინარე)|დურუჯის]], [[ავანისხევი]]ს, [[ლაგოდეხისწყალი|ლაგოდეხისწყლის]] ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასირებული]]. ალაგ-ალაგ გვხვდება [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისიწნეთისმთისწინეთის საერთო მარტივ [[სტრუქტურა]]ს.