ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(დაემატა ახალი ცნობები)
 
გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე საქართველოს ტერიტორიის ფრიად თავისებური ტექტონიკური ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას - ცოცხალ კონტინენტურ გეოსინკლინს, რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება პლიოცენდან დაიწყო;შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას კავკასიონის მთისწინეთი იყო, რაც მტკიცდება ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების მინერალოგიური შედგენილობით ივრის ზეგანზე. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, - ეს მტკიცდება მთელი რიგი სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური ფაქტებით - დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი წყების არსებობით, რაც ჭაბურღილებითაა დადგენილი; კავკასიონიდან და გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების მძლავრი გამოზიდვის კონუსების დეფრომაციის ნიშნებით და სხვ.
 
ვაკეზე ჩრდილოეთიდან მიბჯენილი კავკასიონის მთისწინეთი აგებულია ალპინოტიპურად დანაოჭებული ზედა იურული და ცარცული ნალექებით და წარმოადგენს დაძირული ზონის ნაშთს, მოსხეპილს რამდენადმე ალმაცერად გამავალი რღვევის სიბრტყით. კავკასიონის ნაგებობა აქ განიცდის სამხრეთ-დასავლეთისაკენ წამოცოცებას აზერბაიჯანის ტექტონიკური ბელტის კიდურ ნაწილზე.
 
კახეთი და მასთან მოსაზღვრე შირვანი კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მთისწინა ზოლის ერთადერთი ისეთი ნაწილია, რომელიც აგებულია არა მესამეული, არამდე მეზოზოური ფორმაციებით, და სადაც ბორცვნალი ზოლი ძლიერ შევიწროებული და ალაგ-ალაგ მთლიანად მოგლეჯილიც არის. ამიტომ ბორცვნალი ზონა, რომელიც ალაზნის ვაკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეს გაუყვება, განირჩევა ოროგრაფიული წყობის სიმარტივით.
 
კავკასიონის ამ მთისწინა ზოლში აბსოლუტური სიმაღლეები 500-800 მ აღწევს. ზოლი გაკვეთილია კავკასიონიდან და მისი ტოტებიდან ჩამომავალი მდინარეების, მათ შორის სტორის, ლოპოტის, დიდხევის, ჩელთის, დურუჯის, ავანისხევის, ლაგოდეხისწყლის ხეობებით. ამ ხეობათა გვერდები მთისწინეთის ფარგლებში ჩვეულებრივ მკაფიოდ არის ტერასირებული. ალაგ-ალაგ გვხვდება ოროგრაფიული ელემენტები, რომლებიც ართულებენ მთისიწნეთის საერთო მარტივ სტრუქტურას.
 
==ლიტერატურა==