ეკონომიკური ეფექტიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ეკონომიკური ეფექტიანობა''' — წარმოების (ან მომსახურების) პროცესის სასარგებლო შედეგის (ეფექტის) შეფარდება გაწეულ ხარჯებთან (ან გამოყენებულ რესურსებთან). ეფექტიანობის საკითხს მრავალი მეცნიერული დისციპლინა შეისწავლის და მათ შორის ეკონომიკური ეფექტიანობა მრავალი ავტორის დაკვირვების საგანია, შესაბამისად, განსხვავებული არგუმენტაციებით მოიცემა. ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს [[მრეწველობა]]ში, [[სოფლის მეურნეობა]]ში, [[მშენებლობა]]ში, ვაჭრობაში, მომსახურების სხვა სფეროებში, შესაბამისად, გარკვეულ გაანგარიშებით სირთულეებთან გვაქვს საქმე ეფექტიანობის კრებსითი მაჩვენებლების განსაზღვრისას.
 
იტალიელი ეკონომისტის — [[ვილფრედო პარეტო]]ს მიხედვით, იდეალიზებულ ვარიანტში ეფექტიანია წარმოების შესაძლებლობათა გრაფიკის მხოლოდ ზღვრული სარგებლიანობის სიტუაციები<ref>Pareto Efficiency, http://wilcoxen.maxwell.insightworks.com/pages/225.html</ref>. ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხზე [[ევროკომისია|ევროკომისიის]] ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე, ქართველი ეკონომისტის — რევაზ ლორთქიფანიძის განმარტებით, [[ეკონომიკა]]ში ზღვრული ეფექტიანობის მისაღწევად, საჭიროა განვითარდეს ეკონომიკის ის სტრუქტურული ძვრები, რომლებიც ყველაზე რენტაბელური იმ დარგების ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ბაზარზე, ამავდროულად, შედარებით მეტი სეგმენტი უჭირავს<ref>ლორთქიფანიძე რ, განმარტებები კონკურენციის კანონის, ევროკომისიის ფორმულის განვითარებისა და მაკროსტაბილურობის სტრატეგიულ საკითხებზე. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2012, http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1374 </ref>.
 
==სქოლიო==