ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

დაემატა ახალი ცნობები
(დაემატა ახალი ცნობები)
 
დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი (ქალაქი)|წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
 
ალაზნის ვაკის ფიზიკურ-გეოგრაფიული ერთეულის თავისებურება მდგომარეობს პირველ რიგში, მის რელიეფში, რომელიც კონტინენტური გეოსინკლინის ტიპობრივ თვისებებს ატარებს. მთებით თითქმის ყოველმხრივ შემოზღუდული ამ უზარმაზარუ გრძელი ტაფობის ჰავაც არსებითად განსხვავდება მის ირგვლივ მდებარე სივრცეების არიდული ჰავისაგან განესტიანების მეტი სიუხვით. აღმოსავლეტ საქართველში და მთლიანად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი ჰავა არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაიწლებისათვის, - ტყის არსებობა მდინარეებისაგან დაშორებით, ზღვის დონიდან სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ეს ბუნებრივი თავისებურება კახეთის სახალხო მეურნეობის დოვლათიანობის მტკიცე საფუძველია, - წარმტაცია მისი სანახაობა გომბორის ქედის კალთებიდან;
 
გეოლოგიური თვალსაზრისით ალაზნის ვაკე საქართველოს ტერიტორიის ფრიად თავისებური ტექტონიკური ერთეულია. წარმოადგენს ინტენსიური დაძირვის ზონას - ცოცხალ კონტინენტურ გეოსინკლინს, რომელიც ნალექების დაგროვების სტადიაში იმყოფება. ამ გეოსინკლინის ფორმირება პლიოცენდან დაიწყო;შუა და ზედა პლიოცენის მიჯნაზე ალაზნის ვაკის ადგილას კავკასიონის მთისწინეთი იყო, რაც მტკიცდება ეგრეთ წოდებული პროდუქტული (შუაპლიოცენური) წყების მინერალოგიური შედგენილობით ივრის ზეგანზე. ზედა პლიოცენიდან მიმდინარეობს ალაზან-აგრიჩაის დეპრესიის ევოლუციის პროცესი. დაძირვა თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება, - ეს მტკიცდება მთელი რიგი სტრატიგრაფიული და გეომორფოლოგიური ფაქტებით - დამარხული ნიადაგური და კულტურული ჰორიზონტების შემცველი უხეშნგრეული სქელი წყების არსებობით, რაც ჭაბურღილებითაა დადგენილი; კავკასიონიდან და გომბორის ქედიდან ჩამომავალი მდინარეების მძლავრი გამოზიდვის კონუსების დეფრომაციის ნიშნებით და სხვ.
 
==ლიტერატურა==