ქსნის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
1320 წელს გიორგი ბრწყინვალემ ეგვიპტეში მიავლინა ქართველები შალვა ქსნის ერისთავის-პიპას მეთაურობით. ქსნელი ერისთავის და ქართველი დიპლომატიის გამარჯვებაზე საუბრობს “ძეგლი ერისთავთა”: ”მივიდა პიპა ეგვიპტის სულთნის წინაშე, ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღვენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალიმისანი”. ქართველებმა შეძლეს ჯვრის მონასტრის დაბრუნება იერუსალიმში.
 
ისტორიას ქსნელთა და არაგველთა მხარდამხარ ბრძოლის უამრავი ამბავი შემორჩა, მაგრამ სამწუხაროდ მათ შორის ძმათამკვლელი შეტაკებებიც ყოფილა. 1327 წელს ლომისის მთაზე მომხდარა ბრძოლა ცხრარაზმელებისა და “მთიულთა არაგვსათა” შორის. ცხრარაზმელებს მეთაურობდა ერისთავი ვირშელი. ეს ბრძოლა ქსნელთა გამარჯვებით დამთავრებულა. (ვ. ღუნაშვილი “ქსნის ხეობის პოლიტიკური ისტორია”გვ.70) და მრავალი ათწლეულის განმავლობაში არაგვის ხეობა ქსნის ხეობის შემადგენელ ნაწილად იქცა.
 
XV საუკუნე საქართველოსთვის, თემურ-ლენგის შემოსევებით დაიწყო. 1400 წელს, ის მეხუთედ შემოიჭრა ქვეყანაში და ამჯერად მტრის სამოქმედო ასპარეზს ქართლი წარმოადგენდა. თავისი მასშტაბებით ეს შემოსევა ყველაზე უფრო ამაოხრებელი და მკაცრი იყო. ამ საშინელებას ვერც ქსნის ხეობა გადაურჩა.... 1400 წელს თემურმა დაამარცხა გიორგი VII და უმოწყალოდ დაარბია ქსნის მოსახლეობა. ბარის მოსახლეობა მთაში გარბოდა. ხეობა სახიზარად გადაიქცა. მტერმა სახიზარების გატეხვა გადაწყვიტა. ავგაროზ ბანდაისძის შვილი, გრიგოლი ამ შემოსევის შესახებ ამბობს, რომ: ”მომხდურებმა მოკლეს ყოველი ქვეყანაი და წარტყუენეს და დააქცივნეს საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი და აღიხუნეს ყოველნი ციხენი და მოსრეს, ტყუექმნეს და მოაოხრეს ყოველი ქვეყანაი”. (ივ. ჯავახიშვილი. “საქ.მოკლე ისტორია შრომა”.გვ201)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქსნის_ხეობა“-დან