ჭაქვინჯის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
 
ჯიხაში ყოფილა დამნაშავეთა საპყრობილე. ძველად, მთავრობის დროს, ქურდების გასასამართებლად შემდეგ საშუალებას ხმარობდნენ: ბრალდებულ კაცს ხელის გულზე დაადებდნენ სამი ქაღალდის ნაჭერს და ჩაუგდებდნენ ხელის გულში ცეცხლით გახურებულ შანთს - რკინას და თუ სამჯერ წინ გადააგდებდა და ხელი უვნებელი დაურჩებოდა, მაშინ გაანთავისუფლებდნენ, თუ ხელი დაეწვებოდა დამნაშავედ ცნობდნენ და დაკარგულის საფასურს გადაახდევინებდნენ შვიდჯერ მეტს. დამნაშავეს დაბორკავდნენ "ხაჯალურებით" და ციხეში ჩააგდებდნენ.
[[ფაილი:Chaqvinji( Fortress -4 (Photo by Lika Abralava, 2011).jpg|thumb|left|250px|]]
პროფ. [[პარმენ ზაქარაია]]ს განმარტებით ჭაქვინჯის ციხე - სიმაგრე შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. არქეოლოგიურმა გათხრებმა მშენებლობის რამდენიმე ფენა გამოავლინა.I ფენა მიეკუთვნება III-IV სს. II ფენა მიეკუთვნება _ VIII - IX სს, ხოლო მესამე XVI - XVIIს-ებს. ციტადელი აღმართულია მაღალი მთის თავზე გარს ერტყმის გალავანი, რომლის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთ მხარეებზე სხვადასხვა დროს ჩაშენებულია 4 კოშკი. ციტადელი ქვედა ციხეს უკავშირდება ჩრდ. ფერდობზე გაყვანილი გვირაბით, რომლის ბოლოშიც კოშკი დგას. ქვედა ციხის ჩრდ. ნაწილში წყარო იყო. ციხის ეზოს სამხრეთ მონაკვეთის ცენტრში მდებარეობდა X-ის-ის პალატი, რომლისაგან დარჩენილია მხოლოდ პირველი სართული.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭაქვინჯის_ციხე“-დან