პარკოსნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
'''პარკოსნები''' (Fabaceae ანუ Leguminosae), [[ორლებნიანები|ორლებნიან მცენარეთა]] ოჯახი. მასში გამოიყოფა 3 ქვეოჯახი: [[მიმოზისებრნი]] (Mimosoideae), [[ცეზალპინიისებრნი]] (Caesalpinoideae) და [[ფარვანისებრნი]] (Faboideae ანუ Papilionoideae) (ზოგიერთი სისტემატიკოსი ამ ქვეოჯახებს ცალკე ოჯახებად მიიჩნევს). ბუჩქები,[[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]] და [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახებია. იშვიათად ხეები ან ლიანებია. აერთიანებს 500-მდე გვარის 12000 სახეობას. პარკოსნებს ფესვებზე უვითარდებათ კოჟრები — ატმოსფერული აზოტის შემთვისებელი კოჟრის ბაქტერიების გროვები, რომლებიც ნიადაგს ამდიდრებენ აზოტით.
 
პარკოსნების ზოგიერთი გვარი და ცალკეული წარმომადგენლები ([[ლობიო]], [[სოია]], [[არაქისი]], [[ცერცვი]], [[ბარდა (მცენარე)|ბარდა]] და სხვა) ცილებით მდიდარი ყუათიანი საჭმელია, არაქისისა და სოიის თესლიდან მიღებულ ზეთს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში (საკონდიტრო წარმოება, კულინარია) და ტექნიკური მიზნებისათვის. საქონლის საკვებ მცენარეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია [[იონჯა]]ს, [[სამყურა]]ს, [[ესპარცეტი|ესპარცეტს]], ცერცველას[[ცერცველა]]ს, ძიძოსა[[ძიძო]]სა და სხვა მცენარეებს. ზოგიერთი პარკოსნების ([[წითელი სანდალოზის]] — Pterocarpus santalinus) მერქანს ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. პარკოსნების ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს; მრავალი სახეობა ([[არღავანი]], [[ალბიცია]], [[გლიცინია]], [[სოფორა]], [[კურდღლისცოცხა]] და სხვა) [[დეკორატიული მცენარეები|დეკორატიულია]]. იყენებენ აგრეთვე ცოცხალ ღობეებად და ქარსაცავ ზოლებად. პარკოსნების უმრავლესობა კარგი [[თაფლოვანი მცენარეები|თაფლოვანი მცენარეა]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარკოსნები“-დან