ვლადიმერ ლენინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: ky:Ленин (Ульянов), Владимир Ильич
r2.7.3) (ბოტის დამატება: xmf:ვლადიმერ ლენინი; cosmetic changes
ხაზი 3:
 
== ოჯახი ==
ვლადიმერ ილია ძე მამა, ი. ულიანოვი, [[ყაზანის უნივერსიტეტი|ყაზანის უნივერსიტეტის]] დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სასწავლებლებში, სიმბირსკის გუბერნიაში სახალხო სასწავლებლების ინსპექტორად, შემდეგ დირექტორად.
 
დედა, მ. ულიანოვა (ქალიშვილობაში ბლანკი), ექიმის ოჯახში გაიზარდა, ოჯახში მიიღო განათლება, იცოდა რამდენიმე უცხო ენა. მოგვიანებით ექსტერნად ჩააბარა გამოცდები მასწავლებლის წოდების მისაღებად, მაგრამ სკოლაში არ უმუშავია — ძირითად დროს მრავალშვილიან ოჯახს უთმობდა.
ხაზი 11:
== ადრეული ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Lenin-circa-1887.jpg|thumb|left|ვლადიმერ ულიანოვი 1887]]
[[1879]]—[[1887]] წლებში ვლადიმერ ილია ძე სიმბირსკის გიმნაზიაში სწავლობდა. იგი ჭაბუკობიდანვე გაიტაცა რუსეთის მოწინავე მხატვრულმა რევოლუციურ-დემოკრატიულმა ლიტერატურამ. მან შეისისხლხორცა [[ბელინსკი, ბესარიონ|ბ. ბელინსკის]], [[გერცენი, ალექსანდრე|ა. გერცენის]], [[დობროლიუბოვი, ნიკოლოზ|ნ. დობროლიუბოვის]], [[პისარევი, დიმიტრი|დ. პისარევის]] და განსაკუთრებით [[ჩერნიშევსკი, ნიკოლოზ|ნ. ჩერნიშევსკის]] ნაწარმოებთა დემოკრატიული სულისკვეთება. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ლენინის ხასიათი და რევოლუციური შეხედულებანი. უფროსი ძმის — ა. ულიანოვის გავლენით ლენინი პირველად ეზიარა მარქსისტულ ლიტერატურას. გიმნაზიის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ ლენინი [[1887]] წლის აგვისტოში ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა და მაშინვე დაუკავშირდა რევოლუციურად განწყობილ სტუდენტებს. [[1887]] წლის დეკემბერში სტუდენტთა შეკრებაში აქტიური მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ სოფ.[[კოკუშკინო|კოკუშკინოში]]ში (ყაზანის გუბერნია) გაასახლეს. ასე მიიღო 17 წლის ლენინმა პირველი რევოლუციური ნათლობა. ამის შემდეგ მან მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა [[ცარიზმი|ცარიზმის]] წინაარმდეგ ბრძოლას, მშრომელთა განთავისუფლების საქმეს. [[1888]] წლის ოქტომბერში ლენინი ყაზანში დაბრუნდა. აქ იგი შევიდა [[ფედოსეევი, ნიკოლოზ|ნ. ფედოსეევის]] მიერ დაარსებულ [[მარქსიზმი|მარქსისტულ]] წრეში, სადაც სწავლობდნენ კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ნაწარმოებებს, კამათობდნენ [[პლეხანოვი, გიორგი|გ. პლეხანოვის]] ნაშრომებზე. ლენინი მტკიცე მარქსისტი გახდა.
 
== მარქსისტული მოძრაობა ==
[[1889]] წლის 3 მაისს ლენინი ოჯახთან ერთად სამარის გუბერნიაში გადავიდა. [[1891]] წელს ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმნწიფო გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო. [[1892]] წლის იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. ლენინი უმთავრესად ღარიბ გლეხებისა და ხელოსნებს იცავდა. სამარაში მან შექმნა პირველი მარქსისტული წრე. აქვე პირველად გამოვიდა საჯაროდ [[ხალხოსნები|ხალხოსნების]] წინააღმდეგ, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნა [[მარქსი, კარლ|კ. მარქსისა]] და [[ენგელსი, ფრიდრიხ|ფ. ენგელსის]] „[[კომუნისტური პარტიის მანიფესტი]]“. ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი „ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“.
 
[[1893]] წლის აგვისტოს ბოლოს ლენინი სამარიდან პეტერბურგში გადავიდა და მარქსისტულ წრეში შევიდა. წრის წევრები იყვნენ ს. რადჩენკო, პ. ზაპოროჟეცი, [[კრჟიჟანოვსკი, გლებ|გ. კრჟიჟანოვსკი]] და სხვები. ლენინმა კავშირი დაამყარა აგრეთვე მოწინავე მუშებთან ([[შელგუნოვი, ვასილი|ვ. შელგუნოვი]], [[ბაბუშკინი, ივანე|ი. ბაბუშკინი]], ვ. კნიაზევი, ნ. მერკულოვი და სხვები). ლენინმა პირველმა დასახა მუშათა წრეებში მარქსიზმის გავრცელებიდან ფართო მასებში რევოლუციის აგიტაციაზე გადასვლის ამოცანა.
ხაზი 20:
[[1894]] წელს ლენინმა დაწერა [[«რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?»]], ხოლო იმავე წლის დამლევს და [[1895]] დამდეგს — „ნაროდნიკობის ეკონომიური შინაარსი და მისი კრიტიკა ბატონ სტრუვეს წიგნში (მარქსიზმის ასახვა ბურჟუაზიულ ლიტერატურაში)“. ლენინმა ამ ნაშრომებში ამხილა ნაროდნიკების [[სუბიექტივიზმი]] და „ლეგალური მარქსისტების“ [[ობიექტივიზმი]], განავითარა რევოლუციაში „მუშათა კლასის ჰეგემონიისა“ და მუშათა და გლეხთა კავშირის იდეა, დაასაბუთა რუსეთში ახალი ტიპის პროლეტარული პარტიის შექმნის აუცილებლობა.
 
[[1895]] აპრილში ლენინი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა კავშირი დაემყარებინა „შრომის განთავისუფლების“ ჯგუფთან და გასცნობოდა [[დასავლეთ ევროპა|დასავლეთ ევროპის]] მუშათა მოძრაობას. [[შვეიცარია|შვეიცარიაში]]ში ლენინი პირველად შეხვდა [[პლეხანოვი, გიორგი|გ. პლეხანოვს]] და მისი ჯგუფის წევრებს. ისინი შეთანხმდნენ გამოეცათ კრებული სახელწოდებით „რაბოტნიკი“. შვეიცარიიდან ლენინი გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]], შემდეგ [[ბერლინი|ბერლინში]]. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაიცნო [[ლაფარგი, პოლ|პ. ლაფარგი]], [[გერმანია|გერმანიაში]]ში — [[ლიბკნეხტი, ვილჰელმ|ვ. ლიბკნეხტი]] და სხვა. [[1895]] წლის 7 სექტემბერს ლენინი რუსეთში დაბრუნდა. პეტერბურგში ჩასვლამდე ლენინი იყო [[ვილნო|ვილნოში]]ში, [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და [[ორეხოვოზუევო|ორეხოვოზუევოში]]ში, სადაც კავშირი დაამყარა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. [[1895]] შემოდგომაზე ლენინმა პეტერბურგის ყველა მარქსისტული მუშათა წრე გააერთიანა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც პეტერგურგის [["მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი"]] ეწოდა. ორგანიზაციაში შედიოდნენ ა. ვანეევი, გ. კრეჟინოვსკი, [[კრუპსკაია, ნადეჟდა|ნ. კრუპსკაია]], ლ. მარტოვი, ა. პოტრესოვი, ს. რადჩენკო და სხვა.
 
== გადასახლება ==
მეფის მთავრობას არ გამოპარვია „ბრძოლის კავშირის“ საქმიანობა. [[1895]] წლის 8(20) დეკემბრის ღამეს დააპატიმრეს ლენინი და მისი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ლენინს არც ციხეში შეუწყვეტია რევოლუციური მუშაობა. მან საპატიმროში დაწერა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტი და განმარტება“, ბროშურა „გაფიცვების შესახებ“ და დაიწყო მუშაობა წიგნზე „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“. [[1897]] თებერვალს ლენინი 3 წლით გადაასახლეს [[ციმბირი|ციმბირში]] ენისეის გუბერნიის მინუსინსკის ოკრუგის სოფ.[[შუშენსკოე|შუშენსკოეში]]ში. ციმბირში გადაასახლეს აგრეთვე ნ. კრუპსკაია და როგორც ლენინის საცოლეს, ნება დართეს სასჯელი შუშენსკოეში მოეხადა. აქ ისინი დაქორწინდნენ.
 
ლენინმა გადასახლებაში 30-ზე მეტი შრომა დაწერა, მ. შ. წიგნი „კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში“. [[1898]] მარტში მინსკში შედგა [[რსდმპ]] I ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა რუსეთში და მიიღო „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მანიფესტი“.
ხაზი 33:
[[1905]]—[[1907]] რევოლუციის პერიოდში ბოლშევიკების პარტია ლენინის ხელმძღვანელობით იბრძოდა მასებზე გავლენის მოსაპოვებლად.
 
[[1906]] წლის ზაფხულში კონსპირაციული მოსაზრებით ლენინი [[კუოკალა|კუოკალაში]]ში ([[ფინეთი]]) გადავიდა და აგარაკ „ვაზაში“ დაბინავდა, რომელიც იმხანად პარტიული მუშაობის ნამდვილ ცენტრად იქცა. რევოლუციის დამარცხების გამო პარტია იძულებული იზო არალეგალურად ემუშავა. [[1907]] დეკემბერში ლენინი კვლავ ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში, [[1908]] წლის დამლევს — საფრანგეთში (პარიზი).
 
[[1910]] ბოლოს რუსეთში დაიწყო რევოლუციური მოძრაობის ახალი აღმავლობა. იმავე წელს ლენინის ინიციატივით გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი [[ზვეზდა|„ზვეზდა“]], [[1912]] წლის 22 აპრილს (5 მაისი) კი ყოველდღიური გაზეთი [[პრავდა|„პრავდა“]]. [[1912]] იანვარში ლენინის ხელმძღვანელობით შედგა რსდმპ სრულიად VI (პრაღის) კონფერენცია, რომელმაც პარტიიდან გარიცხა მენშევიკ-ლიკვიდატორები და დასახა მორიგი ამოცანები რევოლუციის აღმავლობის პირობებში.
ხაზი 196:
[[vi:Vladimir Ilyich Lenin]]
[[war:Vladimir Lenin]]
[[xmf:ვლადიმერ ლენინი]]
[[yi:וולאדימיר לענין]]
[[yo:Vladimir Lenin]]