ალპინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა ახალი ცნობები)
 
== ისტორია ==
[[ადამიანი|ადამიანმა]] შორეულ საუკუნეებშივე დაიწყო [[მთა|მთების]] გადალხვა სამეურნეო, სამხედრო და სახელმწიფო საჭიროებისთვის. მაგრამ თანამედროვე ალპინიზმის დასაბამად ითვლება [[1786|1786 წელი]], როდესაც შვეიცარიელი გლეხი [[ჟაკ ბალმა]] ([[1762]]–[[1834]]) და ფრანგი ექიმი მ.[[მიშელ-გაბრიელ პაკარი]] (1757–1827) სპორტული მიზნით ავიდნენ [[მონბლანი|მონბლანზე]] (4807 მ). ერთი წლის შემდეგ მონბლანზე ავიდა შვეიცარიელი ნატურალისტი და ფიზიკოსი [[ორას ბენედიქტ დე სოსიური]] და მწვერვალზე [[მეტეოროლოგია|მეტეოროლგიური]], [[გეოლოგია|გეოლოგიური]] და [[გლაციოლოგია|გლაციოლოგიური]] დაკვირვებები ჩაატარა. ამგვარად, ალპინიზმს იმთავითვე ორი მიმართულება მიეცა - წმინდა სპორტული და მეცნიერული, გამოყენებითი. ჟაკ ბალმასა და პაკარის მონბლანზე ასვლის შემდეგ ალპინიზმი სწრაფად განვითარდა, შეიქმნა მთასვლელთა საგანგებო გაერთიანებანი - [[ალპური კლუბები]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==