ორას ბენედიქტ დე სოსიური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| საიტი =
}}
'''ორას ბენედიქტ დე სოსიური''' ({{lang-fr|Horace-Bénédict de Saussure;}} დ. [[17 თებერვალი]], [[1740]] — გ. [[22 იანვარი]], [[1799]]) — შვეიცარიელი [[გეოლოგია|გეოლოგი]], [[ბოტანიკა|ბოტანიკოსი]] და [[ალპინიზმი|ალპინისტი]]. არისტოკრატი. ხშირად მიიჩნევა როგორც [[ალპინიზმი]]ს ფუძემდებელი. [[1762]]-[[1786]] წლებში [[ჟენევა]]ში იყო ნატურფილოსოფიის [[პროფესორი]]. იგი პირველი ადამიანია, რომელმაც წარმატებით ააგო მზის ღუმელი.
 
დაიბადა ქალაქ [[ჟენევა|ჟენევის]] სიახლოვეს. ადრეულ ასაკში ინტერესი გამოიჩინა [[ბოტანიკა|ბოტანიკის]] მიმართ; ამ მიზნით მან [[ალპები|ალპებში]] იმოგზაურა, ხოლო [[1773|1773 წლიდან]] დაიწყო [[ალპების გეოლოგია|ალპების გეოლოგიისა]] და [[ფიზიკა|ფიზიკის]] შესწავლა. გაარკვია [[ალპის მთები]]ს [[რელიეფი]]ს საკითხები და პირველმა გამოიკვლია მისი გეოლოგიური აგებულება.
საფუძველი ჩაუყარა აღწერით გეოლოგიას, სახელდობრ: დეტალურად დაახასიათა ალპებში გავრცელებული [[ქანი (გეოლოგია)|ქანები]] და მათი განლაგების პირობები. ალპების მაგალითზე ო. ბ. სოსიურმა დაამტკიცა [[პეტრე პალასი]]ს მიერ გამოვლინებული კანონზომიერება მთიანი ქვეყნის ბირთვში ფენების ციცაბო განლაგებაზე. ტერმინი „გეოლოგია“ სამეცნიერო ნომენკლატურაში დაამკვიდრა ო. ბ. სოსიურმა თავის შრომაში „მოგზაურობა ალპებში“ ([[1779]]-[[1796]]), სადაც მოცემულია ალპებში ჩატარებული 30-წლიანი გეოლოგიური გამოკვლევა.
 
[[1783|1783 წელს]] ო. ბ. სოსიურმა ააგო პირველი [[ჰიგრომეტრი]], რომელიც იკვლევს ჰაერის სინოტივეს. სხვადასხვა დროს ასვლები განახორციელა მწვერვალებზე. აგრეთვე პირველმა ჩაატარა ლაბორატიროულ პირობებში ექსპერიმენტები [[გრანიტი|გრანიტზე]]. მუშაობდა [[მეტეოროლოგია|მეტეოროლოგიის]], [[გლაციოლოგია|გლაციოლოგიისა]] და [[ბოტანიკა|ბოტანიკის]] საკითხებზე.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
[[bg:Орас дьо Сосюр]]