სპექტრი (კოლეჯი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (ამჟამად კოლეჯი) თავის საწყისს [[1992]] წლიდან იღებს, როდესაც რეალური სასწავლებლის ბაზაზე (რეალური სასწავლებელი დაარსდა [[1870]] წელს) გაიხსნა ქიმიური ტექნიკუმი. მას [[პეტრე მელიქიშვილი|პეტრე მელიქიშვილის]] სახელი ეწოდა. აღნიშნულ ტექნიკუმში განათლება მიიღეს, შემდგომში გამოჩენილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: აკად. [[რაფიელ აგლაძე|რ. აგლაძემ]], [[კონსტანტინე ბარამიძე|კ. ბარამიძემ]], [[ავლიპი ზურაბაშვილი|ა. ზურაბაშვილმა]], [[რ. დვალმა]], პროფ. [[ი. ბუჩუკურმა]], [[თ. ჩოფიკაშვილმა]] და სხვებმა. <br />
[[1958]] წელს ოთხი ტექნიკუმის - თბილისის მეტალურგიული, ნავთობის, კავშირგაბმულობის და სასოფლო მშენებლობის ტექნიკუმების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (შემდგომში კოლეჯი) რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე 16 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოუშვა; გამოშვებულ სპეციალისტთა შორის არიან: მშენებლები, არქიტექტორები, კერამიკოსები, ქიმიკოს ტექნოლოგები, გამოთვლითი ტექნიის პროგრამისტები, ქსელებისა და სისტემების რემონტისა და ექსპლუატაციის, გაზის მეურნეობისა და სხვა დარგის სპეციალისტები.<br />
:დროის მოთხოვნის შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ტექნიკუმის კოლეჯად გადაკეთების საკითხი. კოლეჯის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა [[1996]] წელს. ამ დროისთვის ([[1996]] წლისთვის) კოლეჯში მოღვაწეობდა 80 ძირითადი შტატის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, რომლებმაც შეადგინეს ასორმოცდაათამდე საგნის პროგრამა. კოლეჯს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო]] და [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი|საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან]]. <br />
კოლეჯი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დაწესებულება იყო, მას გააჩნდა კარგი სასწავლო ბაზა - 40 კაბინეტ-ლაბორატორია, სასწავლო სახელოსნოები, გამოთვლითი ცენტრი, ქართული ენის კაბინეტ-მუზეუმი, ფუნდამენტალური ბიბლიოთეკა 70 000 წიგნით, სპორტდარბაზით, სარეაბილიტაციო დარბაზი ტრენაჟორებით ჯანმრთელობა დაქვეითებულ სტუდენტთა და მასწავლებელთათვის, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.<br />
[[1998]] წელს კოლეჯში ჩატარდა მასწავლებელთა ატესტაცია, სადაც პედაგოგებმა თავისი საგნის ღრმა ცოდნა გამოამჟღავნეს და დაიმსახურეს მაღალი კატეგორიები. კოლეჯში [[1998]] წელს 700-მდე სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის 50 პროცენტზე მეტი რაიონებიდან იყვნენ, რაც კოლეჯის ავტორიტეტულობაზე მიუთითებდა, სწორედ ამიტომ 90-იანი წლების დასაწყისში კოლეჯს ესტუმრა [[კანადა|კანადის]] [[მონრეალი|მონრეალისა]] და [[კვებეკი (ქალაქი)|კვებეკის]] კოლეჯების დელეგაცია პროფესორების [[ჯორჯ მარშალი|ჯორჯ მარშალისა]] და [[ლენა ატლასის]] შემადგენლობით. დაისახა შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნეგატიური მოვლენების განვითარების გამო ვერ განხორციელდა.