სპექტრი (კოლეჯი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
{{მოიცადეთ}}
== სპექტრი (კოლეჯი) ==
:თბილისის პროფესიული კოლეჯი '''სპექტრი''' წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად. კოლეჯი მდებარეობს თბილისში. კოლეჯში ფუნქციონირებს პროგრამა „განათლება დემოკრატიისათვის“, [[აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო|აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)]] პროფესიული განათლების პროექტი.

=== ისტორია ===ქვეხაზური ტექსტი
:თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (ამჟამად კოლეჯი) თავის საწყისს [[1992]] წლიდან იღებს, როდესაც რეალური სასწავლებლის ბაზაზე (რეალური სასწავლებელი დაარსდა [[1870]] წელს) გაიხსნა ქიმიური ტექნიკუმი. მას [[პეტრე მელიქიშვილი|პეტრე მელიქიშვილის]] სახელი ეწოდა. აღნიშნულ ტექნიკუმში განათლება მიიღეს, შემდგომში გამოჩენილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: აკად. [[რაფიელ აგლაძე|რ. აგლაძემ]], [[კონსტანტინე ბარამიძე|კ. ბარამიძემ]], [[ავლიპი ზურაბაშვილი|ა. ზურაბაშვილმა]], [[რ. დვალმა]], პროფ. [[ი. ბუჩუკურმა]], [[თ. ჩოფიკაშვილმა]] და სხვებმა.

:[[1958]] წელს ოთხი ტექნიკუმის - თბილისის მეტალურგიული, ნავთობის, კავშირგაბმულობის და სასოფლო მშენებლობის ტექნიკუმების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (შემდგომში კოლეჯი) რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე 16 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოუშვა; გამოშვებულ სპეციალისტთა შორის არიან: მშენებლები, არქიტექტორები, კერამიკოსები, ქიმიკოს ტექნოლოგები, გამოთვლითი ტექნიის პროგრამისტები, ქსელებისა და სისტემების რემონტისა და ექსპლუატაციის, გაზის მეურნეობისა და სხვა დარგის სპეციალისტები.

:დროის მოთხოვნის შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ტექნიკუმის კოლეჯად გადაკეთების საკითხი. კოლეჯის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა [[1996]] წელს. ამ დროისთვის ([[1996]] წლისთვის) კოლეჯში მოღვაწეობდა 80 ძირითადი შტატის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, რომლებმაც შეადგინეს ასორმოცდაათამდე საგნის პროგრამა. კოლეჯს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო]] და [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი|საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან]].

:კოლეჯი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დაწესებულება იყო, მას გააჩნდა კარგი სასწავლო ბაზა - 40 კაბინეტ-ლაბორატორია, სასწავლო სახელოსნოები, გამოთვლითი ცენტრი, ქართული ენის კაბინეტ-მუზეუმი, ფუნდამენტალური ბიბლიოთეკა 70 000 წიგნით, სპორტდარბაზით, სარეაბილიტაციო დარბაზი ტრენაჟორებით ჯანმრთელობა დაქვეითებულ სტუდენტთა და მასწავლებელთათვის, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.

:[[1998]] წელს კოლეჯში ჩატარდა მასწავლებელთა ატესტაცია, სადაც პედაგოგებმა თავისი საგნის ღრმა ცოდნა გამოამჟღავნეს და დაიმსახურეს მაღალი კატეგორიები. კოლეჯში [[1998]] წელს 700-მდე სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის 50 პროცენტზე მეტი რაიონებიდან იყვნენ, რაც კოლეჯის ავტორიტეტულობაზე მიუთითებდა, სწორედ ამიტომ 90-იანი წლების დასაწყისში კოლეჯს ესტუმრა [[კანადა|კანადის]] [[მონრეალი|მონრეალისა]] და [[კვებეკი (ქალაქი)|კვებეკის]] კოლეჯების დელეგაცია პროფესორების [[ჯორჯ მარშალი|ჯორჯ მარშალისა]] და [[ლენა ატლასის]] შემადგენლობით. დაისახა შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნეგატიური მოვლენების განვითარების გამო ვერ განხორციელდა.
დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას. სპორტკლუბ „მშენებლის“ მიერ აღიზარდა 120-ზე მეტი ოსტატი.
[[2005]] წლის [[10 თებერვალი|10 თებერვლის]] ბრძანების თანახმად გაერთიანდა სამშენებლო და ავტომექანიზაციის #54 (მიერთებული #63 ლილოს ფილიალით) ტექნიკური მომსახურების #74 (საყოფაცხოვრებო) და #107 (სამკერვალო) სასწავლებლები და შეიქმნა სასწავლო ცენტრი "სერვისი".

:[[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] თბილისის [[ანდრია ბენაშვილი|ა. ბენაშვილის]] სახელობის თბილისის [[გეოდეზია|გეოდეზიისა]] და [[კარტოგრაფია|კარტოგრაფიის]] კოლეჯი მიუერთდა ქ. თბილისის ტექნიკურ კოლეჯს [[2006]] წლის [[3 ივლისი|3 ივლისს]], რომლის უფლება მონაცვლე არის თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი.

[[2007]] წელს შემოუერთდა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სამკერვალო მიმართულების პროფესიული სასწავლებელი, რომლის ლიკვიდაციაც [[2008]] წელს მოხდა.

:[[2007]] წლის [[3 დეკემბერი|3 დეკემბერს]] თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯისა და თბილისის საფინანსო-ეკონომიკური პრეფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა [[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელსაც ([[2008]] წლის [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბრის]] ბრძანების საფუძველზე მიუერთდა [[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] სოხუმის [[პეტრე ჯაფარიძის]] სამედიცინო კოლეჯი.

:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის [[2009]] წლის [[23 ივლისი|23 ივლისის]] ბრძანების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი“ მიუერთდა თბილისის პროფესიულ სწაველბის ცენტრ „სპექტრს“ და დაფუძნდა [[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „სპექტრი“
[[2007]] წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, [[აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო|აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)]] თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამა.

:პროფესიათა უმრავლესობა ძირითადად ემსახურება სამშენებლო მიმართულების სწავლებას ახალი მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მუშახელის მომზადებას.

=== სტრუქტურა===
კოლეჯის შემადგენლობაში შედის 40 კაბინეტ-ლაბორატორია, 21 სასწავლო სახელოსნო, გამოთვლითი ცენტრი, ქართული ენის კაბინეტ-მუზეუმი, ბიბლიოთეკა 127 776 წიგნით, სპორტდარბაზი, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.