სპექტრი (კოლეჯი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
თბილისის პროფესიული კოლეჯი '''სპექტრი''' წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად. კოლეჯი მდებარეობს თბილისში. კოლეჯში ფუნქციონირებს პროგრამა „განათლება დემოკრატიისათვის“, [[აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო|აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)]] პროფესიული განათლების პროექტი.

=== ისტორია ===
თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (ამჟამად კოლეჯი) თავის საწყისს [[1992]] წლიდან იღებს, როდესაც რეალური სასწავლებლის ბაზაზე (რეალური სასწავლებელი დაარსდა [[1870]] წელს) გაიხსნა ქიმიური ტექნიკუმი. მას [[პეტრე მელიქიშვილი|პეტრე მელიქიშვილის]] სახელი ეწოდა. აღნიშნულ ტექნიკუმში განათლება მიიღეს, შემდგომში გამოჩენილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: აკად. [[რაფიელ აგლაძე|რ. აგლაძემ]], [[კონსტანტინე ბარამიძე|კ. ბარამიძემ]], [[ავლიპი ზურაბაშვილი|ა. ზურაბაშვილმა]], [[რ. დვალმა]], პროფ. [[ი. ბუჩუკურმა]], [[თ. ჩოფიკაშვილმა]] და სხვებმა.

[[1958]] წელს ოთხი ტექნიკუმის - თბილისის მეტალურგიული, ნავთობის, კავშირგაბმულობის და სასოფლო მშენებლობის ტექნიკუმების გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი (შემდგომში კოლეჯი) რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე 16 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოუშვა; გამოშვებულ სპეციალისტთა შორის არიან: მშენებლები, არქიტექტორები, კერამიკოსები, ქიმიკოს ტექნოლოგები, გამოთვლითი ტექნიის პროგრამისტები, ქსელებისა და სისტემების რემონტისა და ექსპლუატაციის, გაზის მეურნეობისა და სხვა დარგის სპეციალისტები.
დროის მოთხოვნის შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ტექნიკუმის კოლეჯად გადაკეთების საკითხი. კოლეჯის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა [[1996]] წელს. ამ დროისთვის ([[1996]] წლისთვის) კოლეჯში მოღვაწეობდა 80 ძირითადი შტატის მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელი, რომლებმაც შეადგინეს ასორმოცდაათამდე საგნის პროგრამა. კოლეჯს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო]] და [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი|საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებთან]].

კოლეჯი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დაწესებულება იყო, მას გააჩნდა კარგი სასწავლო ბაზა - 40 კაბინეტ-ლაბორატორია, სასწავლო სახელოსნოები, გამოთვლითი ცენტრი, ქართული ენის კაბინეტ-მუზეუმი, ფუნდამენტალური ბიბლიოთეკა 70 000 წიგნით, სპორტდარბაზით, სარეაბილიტაციო დარბაზი ტრენაჟორებით ჯანმრთელობა დაქვეითებულ სტუდენტთა და მასწავლებელთათვის, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.
[[1998]] წელს კოლეჯში ჩატარდა მასწავლებელთა ატესტაცია, სადაც პედაგოგებმა თავისი საგნის ღრმა ცოდნა გამოამჟღავნეს და დაიმსახურეს მაღალი კატეგორიები. კოლეჯში [[1998]] წელს 700-მდე სტუდენტი სწავლობდა, მათ შორის 50 პროცენტზე მეტი რაიონებიდან იყვნენ, რაც კოლეჯის ავტორიტეტულობაზე მიუთითებდა, სწორედ ამიტომ 90-იანი წლების დასაწყისში კოლეჯს ესტუმრა [[კანადა|კანადის]] [[მონრეალი|მონრეალისა]] და [[კვებეკი (ქალაქი)|კვებეკის]] კოლეჯების დელეგაცია პროფესორების [[ჯორჯ მარშალი|ჯორჯ მარშალისა]] და [[ლენა ატლასის]] შემადგენლობით. დაისახა შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნეგატიური მოვლენების განვითარების გამო ვერ განხორციელდა.
დიდი ყურადღება ექცეოდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას. სპორტკლუბ „მშენებლის“ მიერ აღიზარდა 120-ზე მეტი ოსტატი.
[[2005]] წლის [[10 თებერვალი|10 თებერვლის]] ბრძანების თანახმად გაერთიანდა სამშენებლო და ავტომექანიზაციის #54 (მიერთებული #63 ლილოს ფილიალით) ტექნიკური მომსახურების #74 (საყოფაცხოვრებო) და #107 (სამკერვალო) სასწავლებლები და შეიქმნა სასწავლო ცენტრი "სერვისი".

[[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] თბილისის [[ანდრია ბენაშვილი|ა. ბენაშვილის]] სახელობის თბილისის [[გეოდეზია|გეოდეზიისა]] და [[კარტოგრაფია|კარტოგრაფიის]] კოლეჯი მიუერთდა ქ. თბილისის ტექნიკურ კოლეჯს [[2006]] წლის [[3 ივლისი|3 ივლისს]], რომლის უფლება მონაცვლე არის თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი.

[[2007]] წელს შემოუერთდა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სამკერვალო მიმართულების პროფესიული სასწავლებელი, რომლის ლიკვიდაციაც [[2008]] წელს მოხდა.

[[2007]] წლის [[3 დეკემბერი|3 დეკემბერს]] თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯისა და თბილისის საფინანსო-ეკონომიკური პრეფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა [[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელსაც ([[2008]] წლის [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბრის]] ბრძანების საფუძველზე მიუერთდა [[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] სოხუმის [[პეტრე ჯაფარიძის]] სამედიცინო კოლეჯი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის [[2009]] წლის [[23 ივლისი|23 ივლისის]] ბრძანების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრი“ მიუერთდა თბილისის პროფესიულ სწაველბის ცენტრ „სპექტრს“ და დაფუძნდა [[იურიდიული პირი|ს.ს.ი.პ.]] თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი „სპექტრი“
[[2007]] წლიდან უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, [[აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო|აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)]] თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამა.

პროფესიათა უმრავლესობა ძირითადად ემსახურება სამშენებლო მიმართულების სწავლებას ახალი მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მუშახელის მომზადებას.

=== სტრუქტურა===
კოლეჯის შემადგენლობაში შედის 40 კაბინეტ-ლაბორატორია, 21 სასწავლო სახელოსნო, გამოთვლითი ცენტრი, ქართული ენის კაბინეტ-მუზეუმი, ბიბლიოთეკა 127 776 წიგნით, სპორტდარბაზი, ღია სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა.