ჯადვარისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ ინფოდაფა
+ ლიტ.
ხაზი 22:
}}
'''ჯადვარისებრნი''' ([[ლათ.]] Orchidaceae) — [[ერთლებნიანები|ერთლებნიან]] მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა ოჯახი. აქვთ ფესურა ან ტუბერი. ფოთლები მთლიანია, ხალთიანი ან ღერომხვევი; საპროფიტული სახეობებისა კი რედუცირებულია უფერულ ქერქლებად. ყვავილები ზიგომორგულია, მარტოული ან თავთავისებრ, ზოგჯერ მტევნისებრ ყვავილედად შეკრებილი, სურნელოვანი, კაშკაშა ფერისა. ეფიტური ჯადვარისებრნი ტროპიკებშია გავრცელებული. მათი ღეროები გამსხვილებულია და ქმნის ე. წ. ფსევდობულბებს ან ტუბერიდიუმებს, რომლებშიც გროვდება წყალი და საკვები ნივთიერებები. საჰაერო ფესვებით ისინი ჰაერიდან შთანთქავენ ტენს. ცნობილია ჯადვარისებრნთა ოჯახის 750-მდე გვარის 25 ათასამდე სახეობა (სხვა მონაცემებით 800-მდე გვარის 35 ათასი სახეობა). ჯადვარისებრნი გვხვდება ყველგან, პოლარული ოლქებისა და [[უდაბნო (ლანდშაფტი)|უდაბნო]]ს გარდა. ბევრია ტროპიკებში. [[კავკასია]]ში ჯადვარისებრნი — 57 სახეობაა, [[საქართველო]]ში — 45.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|524|ივანიშვილი მ.}}
 
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯადვარისებრნი“-დან