ბაია (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
}}
 
'''ბაია''' (Ranunculus) — მცენარეთა გვარი [[ბაიასებრნი|ბაიასებრთა]] ოჯახისა. [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]], იშვიათად [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახია, რომელსაც ფუნჯა ფესვები (ხშირად ფესურები) და მორიგეობით განლაგებული თათისებრ დაყოფილი [[ფოთლები]] აქვს. [[ყვავილი|ყვავილები]] ცალადია ან შეკრებილია მეჩხერ ყვავილედებად. ყვავილსაფარი ორმაგია. ხუთწვერიანი. [[გვირგვინი (ბოტანიკა)|გვირგვინი]]ს ფურცელი ყვითელია, იშვიათად თეთრი; თითოეული ფურცლის ძირში სანექტრეებია. ნაყოფი კაკლიჭაა. ცნობილია 600-მდე სახეობა, საქართველოში[[საქართველო]]ში 50-მდე, რომელთაგანაც 11 — [[საქართველო]]ს [[ენდემები|ენდემია]] (Ranunculus Helenae, Ranunculus abchasicus და სხვა), 9 კი — [[კავკასია|კავკასიისა]]. ბაია გავრცელებულია ყველა სარტყელში - დაბლობიდან მაღალმთამდე.
 
უყვარს ტენიანი ადგილები, თუმცა ზოგიერთი სახეობა ველებსა და ხრიოკებზეც გვხვდება. [[საქართველო]]ში სახეობათა უმრავლესობა სუბალპურ და ალპურ მდელოებზე იზრდება, მცირე რაოდენობით გვხვდება ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველობებზე, თითო-ოროლა სახეობა კი (Ranunculus oxyspermus, Ranunculus meridionalis) ნახევრად უდაბნოებში და ველებზე. ბევრი მათგანი შხამიანია (Ranunculus sceleratus და სხვა). შეიცავს ანემონოლს, რომელიც იწვევს საქონლის მოწამვლას, თივა კი უვნებელია. ბაიათა საკმაოდ დიდი ნაწილი სარეველაა (ყანის ბაია - Ranunculus arvensis), ზოგი მეტნაკლებად დეკორატიული.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაია_(გვარი)“-დან