თოლიასნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: sc:Cau (pigione) (human decision)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Seagull in flight by Jiyang Chen.jpg|მინი|[[დელავერული თოლია]]]]
'''თოლიასნაირნი''' ({{lang-la|Lariformes}}), [[ფრინველები|ფრინველების]] ქვერიგი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგისა (წინათ დამოუკიდებელ რიგად თვლიდნენ). აერთიანებს 89 სახეობის ფრინველს, რომელთა სხეულის ზომა სხვადასხვანაირია (პატარა თევზოყლაპიას სხეულის სიგრეა 20 სმ, წონა 50-60 გრამი, ხოლო პოლარული თოლიისა - 75 სმ და 2,5 კგ). აქვთ პატარა თავი, სხვადასხვა ფორმის [[ნისკარტი]], გამჭოლი ნესტოები, გძელი, მეტნაკლებად შევიწროებული [[ფრთები]], რაც ხელს უწყობს წყლის ზედაპირთან მარჯვედ ფრენაში. ფეხებზე ოთხ-ოთხი თითი აქვთ, სამ წინა თითს შორის აპკია; უკანა თითი სუსტადაა განვითარებული, ზოგჯერ უბრჭყალოა. [[გალო]] დაფარულია მსხვილი რქოვანი ფარებით. ზრდასრული ფრინველების სხეულის შეუბუმბლავი ნაწილები შეფერილია შავად, ვარდისფრად და წითლად. [[ბუმბული]] მჭიდრო, ხშირი და წყალგაუმტარია. პირველ წყებაში 11 მომქნევი ბუმბულია (მ.შ. პირველი ძლიერ რედუცირებულია); საჭის ბუმბულის რაოდენობაა 12, ბოლო სწორად მოჭრილი, ჩანგლისებური ან სოლისებურია. სხეულს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა შეფერილობა აქვს. წვრილ თოლიასნაირთა საბოლოო შეფერვა სრულდება 23 წლის, ხოლო დიდებისა 4 წლის ასაკში, ამასთან წელიწადში 2-ჯერ ხდება განგური და 2-ჯერ სეზონური შებუმბვლა (საგაზაფხულო არასრულია). ყურთუკი განვითარებულია როგორც [[პტერილები|პტერილებზე]], ისე [[აპტერიები|აპტერიებზე]]. გულმკერდის მალები ოპისტოცელურია (უკანა მხრიდან შეზნექილი).

მრავალი სახეობა დიდ კოლონიებს ქმნის. [[ბუდე|ბუდეს]] იკეთებენ მარჩხობებში, კლდეებსა და ლერწმის ბარდებში, ზოგიერთები კი წყალზე აცურებენ, ან ხეზე და ბუჩქზე იშენებენ. დედალი დებს 14 ჭრელ კვერცხს. მართვები შებუმბლული იჩეკებიან, გამოჩეკის შემდეგ მალე ტოვებენ ბუდეს, მაგრამ შორს არ მიდიან. ფრენის დაწყებამდე მათ მშობლები კვებავენ. კრუხობს და მართვეებს კვებავს ორივე მშობელი. თოლიასნაირთა საკვებია [[თევზები]], კიბოსნაირები, მოლუსკები, კანეკლიანები, მწერები, მღრღნელები, ზოგჯერ ლეში, კენკრა. ნადავლს უთვალთვალებენ შორიდან, შემდეგ თავს დააცხრებიან და ნისკარტით იტაცებენ (ზოგი წყალშიც ჩაეშვება ხოლმე). თოლიასნაირნი იყოფიან 3 ოჯახად. ზღვაურასებრნი (Stercorariidae), რინქოპიდისებრნი (Rhynchopidae) და თოლიასებრნი (Laridae). [[საქართველო|საქართველოში]] გვხვდება თოლიასნაირთა 15 სახეობა (აქედან 4 ბუდობს, 11 მიმომფრენია); მობუდარია ვერცხლისფერი თოლია, ვეჟანი თოლია, ჩვეულებრივი (ანუ ტბის) თოლია და მდინარის თევზიყლაპია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|4|691|ჟორდანია რ.}}
*''რ. ჟორდანია,'' ქსე, ტ. 4, გვ. 691, თბ., 1979
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოლიასნაირნი“-დან