ქოფეთდაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
|მწვერვალი =
|სიმაღლე = 3191
|ქალაქები = [[აშხაბადი]]
}}
'''ქოფეთ-დაღი''' ({{lang-fa|کپه‌داغ;}} {{lang-tk|Köpetdag}}) — მთათა სისტემა [[ირანის მთიანეთი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს [[ირანი|ირანსა]] და [[თურქმენეთი|თურქმენეთში]]. ქოფეთ-დაღი [[თურქმენეთ-ხორასანის მთები]]ს ნაწილია. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე ჩრდილოეთ-დასავლეთით 200 კმ-მდე, შუა ნაწილში 80-95 კმ, სამხრეთ-აღმოსავლეთით 40 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3191 მ. აგებულია მეზოზოური, პალეოგენური, ნეოგენური და ნაწილობრივ იურული ასაკის [[დანალექი ქანები]]თ — [[კირქვა|კირქვებით]], [[მერგელი|მერგელებით]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]], [[თიხა|თიხებით]]. დამახასიათებელია [[მიწისძვრა|მიწისძვრები]]. ქოფეთ-დაღი [[ალპური დანაოჭება|ალპური დანაოჭების]] მთებია. მასში ერთმანეთს ცვლის ანტიკლინური და სინკლინური [[ქედი|ქედები]] და სინკლინური [[ხეობა|ხეობები]]. [[რელიეფის ფორმები]]დან მნიშვნელოვნაია ასიმეტრიული [[კუესტა|კუესტური]] [[სერი (გეომორფოლოგია)|სერები]] და [[მაგიდა მთა|მაგიდა პლატო]]. არის [[კარსტი|კარსტული]] [[მღვიმე]]ებიც, რომელთაგან მნიშვნელოვანია [[ბაჰარდენის მღვიმე]]. კალთები დანაწევრებულია ხევებით. წიაღისეულებიდან მოიპოვება [[ვერცხლისწყალი]], [[დარიშხანი]] და [[ბარიტი]].
 
განვითარებულია მშრალი სუბტროპიკული ჰავა, აღმოსავლეთით — ხმელთაშუაზღვის ტიპისაა. [[ატმოსფერული ნალექები]]ს რაოდენობა 150-იდან 500 მმ-მდე წელიწადში. [[მდინარე]]თა უმრავლესობა [[ზაფხული|ზაფხულობით]] შრება.
ხაზი 28:
ქოფეთ-დაღის მთისწინეთი 300 მ სიმაღლემდე უკავია აბზინდიან-ეფემერულ უდაბნოს. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მთისძირზე გვხვდება [[ოაზისი|ოაზისები]]. 300-იდან 600 მ სიმაღლემდე მთის უდაბნო და ნახევარუდაბნოა, 600-იდან 1000 მ-მდე, ნალექების მატებასთან დაკავშირებით, ღია წაბლა ნაიდაგზე ხარობას სუბტროპიკული მთის სტეპი. ხეობებში ბუჩქნარია, სადაც თავს აფარებს [[გარეული ღორი|ტახი]], [[ლეოპარდი]]; 1000-1500 მ სიმაღლემდე მთის სტეპი და ღვიის ნათელი ტყეა, 2200 მ-ზე მაღლა — მთის მდელოები.
 
დასავლეთ ქოფეთ-დაღის ნოტიო ხეობებში გაბატონებულია ჰირკანული ფლორა. [[თურქმენეთი]]ს დედაქალაქი [[აშხაბადი]] მდებარეობს ქოფეთ-დაღის მთისწინეთში.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/322031/Kopet-Dag-Range ქოფეთ-დაღი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%9A%D0%BE%D0%BF%D0%B5%D1%82%D0%B4%D0%B0%D0%B3/ ქოფეთ-დაღი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru}}
 
==ლიტერატურა==
* Вальбе С. П., Основные черты тектоники Копетдага, "Изв. АН СССР. Серия геологическая", 1970, № 6;
* Ефремов Ю. К., О рельефе Копетдага, в кн.: Вопросы географии, сб. 40, М., 1957;
* Резанов И. А., Тектоника и сейсмичность Туркмено-Хорасанских гор, М., 1959;
 
[[კატეგორია:ირანის ქედები]]
[[კატეგორია:თურქმენეთის ქედები]]
 
[[bg:Копетдаг]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქოფეთდაღი“-დან