მუხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

9 ბაიტი წაიშალა ,  9 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:VFPt plus thumb.svg|მინი|დადებითი მუხტის [[ელექტრული ველი]]]]
[[ფაილი:VFPt minus thumb.svg|მინი|უარყოფითი მუხტის ელექტრული ველი]]
'''მუხტი''' ან '''ელექტრული მუხტი''' არის ელემენტარული ნაწილაკებისათვის დამახასიათებელი შენახვადი სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს მათი [[ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება|ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების]] ინტენსივობას. ურთიერთქმედება ელექტრომაგნიტურ ველსა და (მოძრავ) მუხტს შორის ხორციელდება [[ელექტრომაგნიტური ძალა|ელექტრომაგნიტური ძალის]] მეშვეობით, რომელიც ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედებიდან, ერთ-ერთს წარმოადგენს.
 
სხეულის ელექტრული მუხტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ორი დადებითად დამუხტული სხეული ერთმანეთს განიზიდავს, ისევე როგორც ორი უარყოფითად დამუხტული სხეული, ხოლო საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე სხეულები ერთმანეთს მიიზიდავს. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას სწავლობს ფიზიკის დარგი [[ელექტროდინამიკა|კლასიკური ელექტროდინამიკა]], რომელიც სამართლიანია მანამ, სანამ [[კვანტური]] ეფექტები უმნიშვნელოა.