აგრესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: ru:Агрессивное поведение; cosmetic changes
ხაზი 1:
'''აგრესია''' — ქცევა ან განზრახვა ქცევის, რომელიც ზიანს აყენებს სხვას.
 
=== აგრესიის განმარტებები ===
აგრესია-სპეციფიურად ორიენტირებული ქცევა, მიმართული ყველა იმ დაბრკოლების მოსაცილებლად ან დასაძლევად, რომელიც ფიზიკური და\ან ფსიქიკური ორგანიზმის მთლიანობას უქმნის საფრთხეს ( [[Valzeli, L]])
აგრესიის მოტივად გვევლინება ისეთი ზიანის მიყენება სხვისთვის ან სხვისი ინტერესებისთვის,რომელიც უკუაგდებს [[ფრუსტრაცია|ფრუსტრაციის]] წყაროს.შედეგად კი სასიამოვნო ემოციურ ძვრას ელის.სწორედ ასეთი ძვრის მიღწევა არის აგრესიით მოტივირებული ქცევის მიზანი ([[Kornadt]])
 
=== აგრესიის ფორმები ===
[[ჰერმან ფეშბახი|ჰერმან ფეშბახმა]] განასხვავა ''ექსპრესიული'', ''მტრული'' და ''ინსტრუმენტული'' აგრესია.
ექსპრესიული აგრესია-[[რისხვა|რისხვისა]] და სიბრაზის [[ემოცია|ემოციათა]]თა აფეთქება, რომელიც არ არის მინანმიმართული და სწრაფად განიმუხტება.ამასთან [[ფრუსტრაცია|ფრუსტრაციის]] გამომწვევის მიმართ ზიანის მიყენება არ ხდება.
მტრული აგრესია- სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვასა და ამ განზრახვის ქცევაში გამოხატვას გულისხმობს.
ინსტრუმენტული აგრესია_აქ აგრესია საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მიზნის სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყოფა ''ინდივიდუალურად'' და ''სოციალურად'' მოტივირებული აგრესია. ერთ შემთხვევაში აგრესია ინდივიდუალური მიზნის მისაღწევად გამოიყენება(მგ.კალათბურთელის თამაშის სტილი.მიზანი გამარჯვება,მედლის მიღებაა. მეორე [[სოციუმი|სოციუმის]] მიერ გაზიარებული მიზნის მიღწევას ემსახურება(მგ. პოლიციელის აგრესიული ქცევა, რომელიც [[ტერორიზმი|ტერორიზმის]] აღკვეთას ცდილობს).
=== აგრესიის ამხსნელი თეორიები ===
აგრესიის ასახსნელად შემუშავებული მრავალი თეორია არსებობს.პირველი [[ზ. ფროიდი|ფროიდის]] მიერ შემოთავაზებული აგრესიის ინსტინქტ-თეორია იყო.
==== ინსტინქტ-თეორიები ====
[[ზიგმუნდ ფროიდი|ზიგმუნდ ფროიდის]](ეს მიდგომა აქტუალური იყო [[1905,1930]] წლებში) მიერ შემოთავაზებული თეორია აგრესიული ქცევის მიზეზს თანდაყოლილ ინსტინქტებში ხედავს.აქ აგრესია განხილულია, როგორც მყარი პიროვნული [[დისპოზიცია]].რასაც ფროიდმა მოგვიანებით [[სიკვდილის ინსტინქტი]] უწოდა.
ამავე მიმართულებას ეკუთვნის [[მაკ-დუგალი|მაკ-დუგალის]] შეხედულებაც. მის მიერ გამოყოფილ 12 ბაზისურ ინსტინქტს შორის გვხვდება აგრესიულობის ინსტინქტი, შესაბამისი ემოციით-რისხვა.
[[1963 წელი|1963 წელს]] [[კონრად ლორენცი]] ამბობს, რომ ადამიანების და ცხოველების ორგანიზმში მუდმივად ხდება აგრესიული ინსტინქტის შესაბამისი ენერგიის დაგროვება მანამ, სანამ გამშვები გამღიზიანებლი ზემოქმედებით, არ მოხდება ამ ენერგიის გამონთავისუფლება-აგრესიულ ქცევაში გამოხატვა.
==== ფრუსტრაცია-აგრესიის თეორია ====
[[დოლარდი|დოლარდის]] და მისი კოლეგების მიერ შემოთავაზებული თეორია ([[1939]] წელი)მიიჩნევს რომ აგრესია არა ორგანიზმში არსებული სწრაფვაა, რომელიც ავტომატურად აქტიურდება, არამედ [[ფრუსტრაცია]] იწვევს აგრესიის ინსტინქტის გააქტიურებას. აგრესიის ინსტინქტი კი აგრესიული ქცევის გამომწვევი ხდება. ამ თეორიის ორი ძირითად პოსტულატია: 1.ყველა სახის აგრესია მოსდევს ფრუსტრაციას და 2. ყველა სახის ფრუსტრაცია იწვევს აგრესიას.
==== სოციალური დასწავლის თეორიები ====
[[1962 წელი|1962 წელს]] [[ლ. ბერკოვიცი]] იზიარებდა ფრუსტრაცია-აგრესიის თეორიას, თუმცა მან გამოყო ისეთი შუალედური ცვლადები, როგორიცაა რისხვა და გამშვები გამღიზიანებლები. ფრუსტრაცია იწვევს რისხვის ემოციის აღმოცენებას. ფრუსტრაციის წყაროსთან უშუალოდ და აზრობრივად დაკავშირებული გამშვები გამღიზიანებლების ზემოქმედება კი რისხვას აგრესიული ქცევის სახით გამოავლენს.(თუმცა შემდგომ ბერკოვიცმა შეცვალა თავისი შეხედულება და აღნიშნა, რომ რისხვამ გამშვები გამღიზიანებლების ზემოქმედების გარეშეც შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქცევა)
მეორე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ამ თეორიებისა არის [[ალბერტ ბანდურა]].მისი აზრით რისხვა მხოლოდ ემოციური ზღვრის მდგომარეობაა, რომელიც არც აუცილებელი და არც საკმარისია წინაპირობაა აგრესიის. ბანდურას თეორიულ კონცეფციაში ერთიანდება [[დასწავლის თეორია]] და [[მოტივაციის კოგნიტური თეორია]]. შესაბამისად ქცევა განისაზღვრება მოქმედების ნავარაუდევი შედეგის მიმზიდველობით. ნეგატიური განცდა ან მოსალოდნელი, მიმზიდველი შედეგები იწვევს ემოციურ აღძვრას ან განმტკიცების მოტივაციას.რაც თავის მხრივ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ტიპის ქცევაში ვლინდება; დაქვემდებარება, მიღწევა, უკან დახევა-იმედგაცრუება, აგრესია, ფსიქოსომატური რეაქციები, თვითდამშვიდება, პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტა.
 
=== ჯგუფთაშორის აგრესია ===
ჯგუფებს შორის აგრესიული დამოკიდებულების, აგრესიული ქცევის მიზეზი [[შერიფი|შერიფის]] მიხედვით არასაკმარისი რესურსები და შეჯიბრებითობაა.თუმცა ასევე გამოიყოფა სხვადასხვა სახის [[ატიტუდი|ატიტუდები]], რომლებიც კონფლიქტებს იწვევს.(კოგნიტური სიძუნწე, ილუზორული კორელაცია, ეთნოცენტრიზმი)
''კოგნიტური სიძუნწე''- სურვილი სამყარო დაყო ორ, "ჩვენ" და "ისინი", ჯგუფად. ამასთან ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავების მაქსიმუმამდე გაზრდა, ხოლო ჯგუფებს შიგნით განსხვავების მინიმუმადე დაყვანა ხდება.
''ილუზორული კორელაცია''_ვლინდება სხვების ცუდ მახასიათებლებზე აქცენტის გაკეთებასა და კარგის ვერ შემჩნევაში მაშინ, როცა ჩვენც ასევე ვიქცევით.ამასთან ილუზორული კორელაციის ეფექტი უფრო იზრდება თუ ჯგუფის განმასხვავებელი მახასიათებელი უარყოფითია.
''ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა''_სხვათა წარმატება შემთხვევითობად წარუმატებლობა კი მათ დამსახურებად აღიქმება მაშინ, როცა ჩვენი წარმატების მიზეზად ჩვენს თავს ვასახელებთ, ჩვენს წარუმატებლობას კი შემთხვევითობად ვთვლით.
''ეთნოცენტრიზმი''_საკუთარი ჯგუფის გადაფასება და ამ პოზიციიდან სხვა ჯგუფის უარყოფითად შეფასება. ამ ფენომენის ახსნა ნაცადია [[სოციალური იდენტობის თეორია|სოციალური იდენტობის თეორიით]].ადამიანები საკუთარი ტავის გაიგივებას ახდენენ უახლოეს ჯგუფთან.შესაბამისად თვითპატივისცემის,დადებითი [[იდენტობა|იდენტობის]] შესანარჩუნებლად, თვითონ ჯგუფის გადაფასება ხდება.
იმისათვის, რომ ჯგუფებს შორის აგრესიული ქცევა გამოვლინდეს ატუტუდების არსებობასთან ერთად ადგილი უნდა ჰქონდეს ''შეფარდებით დეპრივაციას''- უსამართლობის განცდას ჯგუფის დონეზე, რომელიც მაშინ აღმოცენდება, როცა ადამიანების მიერ გაღებული წვლილი და მოლოდინი არ შეესაბამება მიღებულ შედეგს. ამასთან სათანადოდ მომწიფებული სიტუაციის არსებობა გადამწყვეტი ფაქტორია ჯგუფებს შორის [[კონფლიქტი|კონფლიქტის]] აღმოცენებისთვის.
=== ჯგუფთაშორის კონფლიქტის რეგულირება ===
კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად მიიჩნევა [[შერიფი|შერიფის]] მიერ შემოთავაზებული ''კოოპერაციული სტრატეგია''. მაშინ, როცა დაპირისპირებული ჯგუფები ინდივიდუალური, განსხვავებული მიზნებისთვის ებრძვიან ერთმანეთს, საერთო მიზნის დასახვა, კოოპერაციული მოქმედებისკენ სტიმულირება აგრესიული იმპულსის ცაქრობას უწყობს ხელს.
[[ოსგუდი|ოსგუდმა]] შეიმუშავა ''თანმიმდევრული და საპასუხო დათმობის მეთოდი''([[GRIT]]). ეს მეთოდი 6 საფეხურს მოიცავს:
1.დათმობაზე წასვლის განცხადება, რომელიმე მხარის მხრიდან(რომელიც იყენებს ამ მეთოდს კონფლიქტის აღმოსაფხვრელად)
ხაზი 38:
5.ინიციატორ ჯგუფს შეაქვს მრავალფეროვნება მის მიერ განხორციელებულ დათმობები.
6.ინიციატორი ჯგუფი განამტკიცებს საპასუხო მოქმედებათა შესაძლებლობას, თუკი საპირისპირო მხარე გაამწვავებს სიტუაციას.ყოველი საპასუხო ქმედება უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმის ინტენსივობას.
=== რესურსი ინტერნეტში ===
* [http://www.gennadij.pavlenko.name/ex-book?text=987Леонарда Берковиц "Агрессия: причины, последствия и контроль"]
* [http://flogiston.ru/library/agr_hek_allХ. Хекхаузен "Агрессия"]
ხაზი 69:
[[pt:Agressão]]
[[qu:Ch'utiy]]
[[ru:Агрессивное поведение]]
[[ru:Агрессия (психология)]]
[[rue:Аґресія]]
[[scn:Aggrissioni]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აგრესია“-დან