კარმელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|Otogi| 2 ივლისი, 2012}} {{ინფოდაფა მთა | სა...
(განსხვავება არ არის)

18:01, 2 ივლისი 2012-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

კარმელი
კოორდინატები: 32°44′ ჩ. გ. 35°03′ ა. გ. / 32.733° ჩ. გ. 35.050° ა. გ. / 32.733; 35.050
სიმაღლე 525.4 მ 
კარმელი — ისრაელი
კარმელი

კარმელი (ებრ. הַר הַכַּרְמֶל; ბერძ. Κάρμηλος; არაბ. الكرمل) — მთის მასივი ისრაელის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე 525.4 მ. არქეოლოგებმა მთის სხვადასხვა ადგილში აღმოაჩინეს უძველესი ღვინო და ზეთის საწური. მთა და ირგვლივ მდებარე ქალაქები, მათ შორის ხაიფა იუნესკომ ბიოსფერული ნაკრძალის სიაში შეიტანა. კამრელის ზონის სიგანეა 6.5-8 კმ, რომელიც თანდათან ეშვება სამხრეთ-დასავლეთისაკენ, სადაც ქმნის დაბალმთიან ციცაბო ქედს. სიახლოვეს ვრცელდება ისრაელის ხეობა. კარმელი და ისრაელის ხეობა ქმნიან ლანდშაფტის ბუნებრივ ბარიერს, ეგრეთ წოდებულ კორიდორს. აგებულია კაჟთან შერეული კირქვებით, რის გამოც გამომუშავებულია მრავალი მღვიმე. გარდა ამისა, გვხვდება ვულკანური ქანები. მთის დამრეცი ნაწილი დაფარულია ნაყოფიერი მცენარეულობით, სადაც ჭარბობს მუხა, ფიჭვი, ზეთის ხილი და დაფნის ხე. მთის არეალის ფარგლებში მდებარეობს რამდენიმე ქალაქი, რომელთაგან მნიშნველოვანია იოკნეამი, ზიხრონ-იიაკოვი და სხვ.

1930-1932 წლებში ბრიტანელმა არქეოლოგმა დოროთი გაროდმა კარმელოზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგად შესწავლილი იქნა 4 მღვიმე და მრავალი ქვის თავშესაფარი. გაროდმა აღმოაჩინა ნეანდერტალელი და ადრინდელი ადამიანის რელიქტი, მათ შორის ნეანდერტალელი ადამიანის ქალის ჩონჩხი, რომელსაც ტაბუნ I უწოდეს. იგი შეფასებულია როგორც ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ნამარხი ადამიანი. არსებული სტრატიგრაფიული ჩანაწერი უძველესია რეგიონში. არის აგრეთვე რამდენიმე კარგად შემონახული ნეანდერტალელი და ჰომო საპიენსი.

მრავალფეროვანი მცენარეულობა და ისტორულად მნიშნველოვანი მღვიმეების არსებობის შედეგია აქ განვითარებული კრიმინალი. კარმელი მიიჩნეოდა იუდაისტური რელიგიის უზენაესი ღვთაების - იაჰვესგან დასამალ ადგილად, როგორც ეს ამოსის წიგნშია მოცემული.

მეფეთა წიგნების მიხედვით, ელისე წინასწარმეტყველი სამოგზაუროდ კარმელოზე წავიდა, სადაც გარკვეული ხანი დაჰყო. ეპიფანიუსისა და იოსებ ფლავიუსის თანახმად კარმელის მთა წარმოადგენდა ერთ-ერთი იუდაისტური სექტის ციტადელს.