გაბრიელ საფარელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 2:
'''გაბრიელ საფარელი''', X-XI საუკუნეების [[ქართველები|ქართველი]] ოქრომჭედელი. მისი ნამუშევრებიდან შემონახულია [[საფარის მონასტერი|საფარის მონასტრის]] საწინამძღვრო ჯვარი (მოოქრული ვერცხლი, 52,5x44,5 სმ. როგორც ჩანს, ჯვარი მოგვიანებით [[ბრეთის ეკლესია|ბრეთის ეკლესიაში]] გადმოუტანიათ. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში ბრეთის ჯვრის სახელითაა ცნობილი).
 
ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, მკლავების ბოლოებში - ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის ფიგურები (შესრულებულია გაბრიელ საფარელის თანაშემწის მიერ) და ორი მედალიონი (ანგელოზი და წვეროსანი წმინდანი). ყველა ფიგურა ცალკე ფირფიტაზეა ნაჭედი და შემდეგ ჯვარზე დაკრული. ჯვრის ზურგზე და ტარზე ფორლოვანი ორნამენტებია. წარწერებში, გარდა ოსტატისა, მოხსენიებულია [[ბაგრატ III]] და, მისი მამა მეფეთ მეფე [[გურგენი]] და [[მართა დედოფალი (საქართველო)|მართა დედოფალი]]. მათი ტიტულატურის მიხედვით ჯვრის შესრულების თარიღი უნდა იყოს [[994]]-[[1001]].
 
გაბრიელ საფარელი თავისი დროის მოწინავე ოსტატი იყო. მას აინტერესებდა ადამიანის გამოსახვა. იმავე დროს თვალდახუჭული ქრისტეს სახე, გამხდარი, დაძაბული სხეული უაღრესად ექსპრესიულია. დიდ დახელოვნებას მოწმობს ორნამენტის შესრულებაც.