მიხეილ მესხის სტადიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 14:
1999 წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსი მშენებლობა დაიწყო (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები - ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა 2001 წელს, მთლიანი კომპლექსი კი 2003 წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მიხეილ მესხის სახელი 2005 წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.
არენა 2011 წლის დასაწყისში გრძელვადიანი იჯარით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც სტადიონის გრანდიოზული რეკონსტრუქცია დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სტადიონი 2011 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა მატჩით გაიხსნა. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია, დრენაჟის თანამედროვე სისტემა, ელექტროტაბლო, გასახდელის ორი ბლოკი, საპრესკონფერენციო დარბაზები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, VIP, გამორჩეულ სტუმართა და ჟურნალისტთა ლოჟები, მსაჯთა და დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის... ოთახები, ტრენჟორების დარბაზი, მანქანების პარკინგი... სტადიონის კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი 1 000-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით. სრული რეკონსტრუქციის შედეგად მიხეილ მესხის სახელობის არენა, ამჟამინდელ მდგომარეობაში მყოფ ეროვნულ სტადიონზე უკეთესი სარბიელი იქნება.
 
2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის ”სპარტაკის” საშინაო არენაა.
 
[[2015]] წელს მიხეილ მესხის სტადიონი [[უეფა-ს სუპერთასი]]ს მატჩს უმასპინძლებს.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=25657 თბილისი 2015 წლის უეფას სუპერთასს უმასპინძლებს]. „სივილ ჯორჯია“, 30 ივნ.'12.</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
{{commonscat|Mikheil Meskhi Stadium}}
* [[საქართველოს საფეხბურთო სტადიონების სია]]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:საქართველოს საფეხბურთო სტადიონები]]