ჯოხარ დუდაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: id:Dzokar Dudayev
r2.7.3) (ბოტის დამატება: lez:Жохар Мусаевич Дудаев; cosmetic changes
ხაზი 1:
{{სტილი}}
'''ჯოხარ დუდაევი''' ([[რუსული ენა|''რუს.'']] Джохар Мусаевич Дудаев;[[ჩეჩნური ენა|''ჩეჩნ.'']] Дудин Муса кант Жовхар); (* [[15 აპრილი]], [[1944]], [[პერვომაისკოე]] ― † [[22 აპრილი]], [[1996]], [[გეხი-ჩუ]]) იყო [[ჩეჩნეთი|ჩეჩნეთის]] პირველი პრეზიდენტი [[1991]] წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბრიდან]] სიკვდილამდე. განეკუთვნებოდა ლამ-აჴიელთა თუხუმის ჲალხოროს თეიფს
 
დაიბადა გადასახლებაში [[ყაზახეთი|ყაზახეთში]] [[1944]] წლის [[15 აპრილი|15 აპრილს]]. [[1974]] წელს დაამთავრა [[გაგარინი, იური|ი. გაგარინის]] სახ. სამხედრო-საჰაერო აკადემია და უმაღლესი პოლიტიკური სასწავლებელი. დუდაევის სამხედრო კარიერა იწყება [[1966]] წელს. [[1990]] წელს, [[სსრკ|სსრკ-ის]] ხელისუფალთა ბრძანებით [[ესტონეთი|ესტონეთში]], სტრატეგიული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურმა გენერალ–მაიორმა დუდაევმა უარი განაცხადა მოეხდინა ესტონეთის ტელევიზიისა და პარლამენტის შენობის ბლოკირება. ამის შემდეგ, ავიაციის გენერალმა დატოვა თავისი თანამდებობა და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.[[1990]] წლის ნოემბერში ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნულ კონგრესზე არჩეული იქნა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენ. დუდაევი.
 
[[1991]] წლის [[27 ოქტომბერი|27 ოქტომბერს]] გამართულ არჩევნებში ჩეჩენმა ხალხმა გამოხატა თავის ბუნებრივი და საყოველთაოდ აღიარებული ნება და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩია ჯოჰარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და [[1991]] წლის [[8 ნოემბერი|8 ნოემბერს]] [[რუსეთი|რუსეთის]] პრეზიდენტმა [[ელცინი, ბორის|ბ. ელცინმა]] გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ, არ დაუყოვნებია შორსმჭვრეტელ დუდაევს და საკუთარ ქვეყანაში [[საომარი მდგომარეობა]] გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. [[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბრის]], გამთენიისას [[ხანკალა|ხანკალას]] [[აეროდრომი|აეროდრომზე]] დაფრინდა რუსეთის რვა [[სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი]] შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა [[გროზნო|გროზნოს]] ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
 
[[1991]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოჰარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის აუწონავმა ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი [[ჩრდილოეთი კავკასია]] კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. [[მოსკოვი|მოსკოვიდან]]დან მართული ადგილობრივი ოპოზიცია მოლბა დუდაევის წინაშე, ვინაიდან მათ დაინახეს თავიანთი აშკარა უსუსურობა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. [[1991]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] მისმა აღმატებულებამ, პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო ჩეჩენი ერის ნება-შეჰქმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.
 
დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და [[1994]] წლის დეკემბერში,[[რუსეთი]] ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი [[ჯარისკაცი]], 230 [[ტანკი]], 450 [[ჯავშანტრანსპორტიორი]]. ამ მომენტიდან იწყება [[რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი]]. აქტიურად იბომბება დედაქალაქი-გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. [[1996]] წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოჰარ დუდაევი ვერაგულად იქნა მოკლული სოფელ [[გეხი-ჩუ|გეხი-ჩუს]] სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ [[გროზნო|გროზნოს]] ეწოდა '''ჯოჰარ-ღალა'''.
 
{{DEFAULTSORT:დუდაევი, ჯოჰარ}}
ხაზი 41:
[[ko:조하르 두다예프]]
[[ku:Dşoxar Mussajewitş Dudajew]]
[[lez:Жохар Мусаевич Дудаев]]
[[lt:Džocharas Dudajevas]]
[[lv:Džohars Dudajevs]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოხარ_დუდაევი“-დან