ხერხთევზა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ხერხთევზა''' ([[ლათ.]] Pristis) — დინგხერხიანი სკაროსების ოჯახის ერთადერთი გვარი. აქვთ მეტად წაგრძელებული და გაბრტყელებული დინგი, რომლის ორივე მხარეზე კბილისმაგვარი გამონაზარდებია. ლაყუჩის ხვრელები განლაგებული აქვთ თავის ქვედა მხარეზე. აერთიანებს 7 სახეობას. გავრცელებულია ყველა [[ოკეანე|ოკეანის]] ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგჯერ [[მდინარე]]ებშიც შედიან. იკვებებიან [[თევზები]]თა და უხერხემლო [[ცხოველები]]თ. კვერცხცოცხლადმშობები არიან; შობენ 15-20 [[ლიფსიტა]]ს. აღსანიშნავია [[ჩვეულებრივი ხერხთევზა]] ([[ლათ.]] pristis pectinatus), რომლის სიგრძე 4,8 მ-მდე, მასა 2 ტონამდე აღწევს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არა აქვთ. [[ადამიანი]]სთვის საშიში არ არის.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|473|შარვაშიძე ვ.}}
 
[[af:Pristiformes]]