რეკლამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: th:การโฆษณา; cosmetic changes
ხაზი 3:
 
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: [[ტელევიზია]], [[რადიო]], [[კინო|ფილმები]], [[ჟურნალი|ჟურნალები]], [[გაზეთი|გაზეთები]], [[ინტერნეტი]] და [[ბილბორდი|ბილბორდები]].
ძველ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] და [[რომი|რომში]] სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება [[ინგლისი|ინგლისში]] , რომელიც [[1473]] წლით თარიღდება, ხოლო [[1611]] წელს [[ლონდონი|ლონდონში]] შეიქმნა მსოფლიოში პირველი [[სარეკლამო ბიურო]] დღეს რეკლამა განიხილება როგორც [[მარკეტინგი|მარკეტინგის]] უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე.
სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ.
ხაზი 13:
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად [[კომპიუტერი]]ს დახმარებით შეიქმნა ([[1993]] წ.), არის [[თეთრი დათვი]], რომელიც [[კოკა-კოლა]]ს მიირთმევს.<ref>[http://www.inteleqtuali.ge/jurnali10.pdf ''გიორგი ყაზიშვილი'', სატელევიზიო რეკლამა და თანამედროვეობა, ინტელექტუალი, 2009, № 10, გვ. 147]</ref>
 
== რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორია ==
 
რეკლამა თანამედროვე ადამიანს თან დევს თითქმის ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ გამუდმებით რეკლამის სამყაროში ვიმყოფებით. რეკლამა მტკიცედ დამკვიდრდა საზოგადოებაში და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
 
რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი მოვლენებს აქვს თავისი წარმოშობის და განვითარების ისტორია. ზეპირი რეკლამა პირველად ჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსებების თავისებური ანოტაცია: “ მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხები, რომლებიც კარგად დარბიან"... შუა საუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრ განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.
 
თანდათან საზოგადოებრივმა პროგრესმა მოითხოვა რეკლამა, ამიტომაც იყო, რომ 1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას,ხოლო უკვე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჟისა და უ. კოპის პირველი სარეკლამო ბიურო.
 
რეკლამა ტელევიზიის საშუალებით ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, დიდ გავლენას ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე.
 
მაინც რა არის რეკლამა? რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს“ ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების“ არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.
 
ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამას ასე უწოდა „ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“
ხაზი 33:
თანამედროვე საზოგადოებაში რეკლამა განიხილება, როგორც ,,გაყიდვების სტიმულატორი”, რეკლამა – ეს გახლავთ ინფორმირება ვინმესი, რაიმეს შესახებ! ინფორმაციის გავრცელების მრავალი საშუალება არსებობს: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი, კინო და ბილბორდები. აღსანიშნავია ერთი ფაქტი – კარგ რეკლამას უკვეთავს არა ის, ვისაც ბევრი ფული აქვს არამედ ფული შესდის მას, ვინც სწორ და კარგ რეკლამირებას უწევს თავის პროდუქტს. რეკლამა ხდება კომპანიის ლიდერობის სიმბოლო.
 
რაც შეეხება რეკლამის ამოცანებს და ფუნქციებს რეკლამას შეიძლება ქონდეს შემდეგი სამი ძირითადი ფუნქცია: ინფორმირება, მარკის ან საქონლის შესახებ მოქმედებისკენ წაქეზება, შეხსენება და იმიჯის.
 
როგორც წესი, სარეკლამო საქმეს ეწევიან სპეციალური ფირმები და სააგენტოები, საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების, მსხვილი დაწესებულებების გამომცემლობების და სხვ. სარეკლამო განყოფილებები.
სარეკლამო შეზღუდვები: მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სპეციალური კომისია აკონტროლებს რეკლამის შინაარსა და სისწორეს. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 12 საათს, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტადაა შეზღუდული სარეკლამო ბლოკის ხანგრძლივობა. სარეკლამო ბაზარი საქართველოში უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და დინამიკურადაც ვითარდება.
ფაქტია, რომ ნებისმიერ გამყიდველს, პოლიტიკოსსა და დაწესებულებას სურს საკუთარი თავი, საქმიანობა თუ პროდუქცია საზოგადოებას რაც შეიძლება კარგი კუთხით წარუდგინოს და ამის შედეგად მეტი სარგებელი ნახოს. რეკლამის საშუალებით კი მათ შეუძლიათ მომხმარებელზე მიზანმიმართული ინფორმაციული ზემოქმედება. ყოველივე ზემით ნათქვამი ცხადყოფს, რომ განვითარებულ და ცივილიზებულ კაცობრიობას წინსვლისთვის რეკლამა აუცილებლად სჭირდება, თუმცა რეკლამა ეფექტური მაშინაა,როდესაც ის მომხმარებლის ინტერესებს ემსახურება. ამიტომ რეკლამა უნდა იყoს სანდო, მომხმარებლის ინტერესებს მორგებული, ასევე ორიგინალური და ნოვატორული, რადგანაც, რეკლამა ეს არის შემოქმედებითი სფერო, რომელიც მუდმივად სიახლეებს მოითხოვს.
 
== რეკლამა საქართველოში ==
პირველი სატელევიზიო რეკლამა [[საქართველო]]ში გავიდა 1950–იანი წლების ბოლოს. მაშინ [[ჯემი|ჯემს]] რეკლამას უწევდა ტელეწამყვანი [[ჟანეტა არჩვაძე]].<ref>[http://www.inteleqtuali.ge/jurnali10.pdf ''გიორგი ყაზიშვილი'', სატელევიზიო რეკლამა და თანამედროვეობა, ინტელექტუალი, 2009, № 10, გვ. 149]</ref> [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] რეკლამა „ექსპლუატატორთა სოციალურ იარაღად“ მიაჩნდათ.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1523518.html გიორგი გვახარია, გასულ კვირას თბილისში დასრულდა კავკასიის რეკლამის მეორე]</ref> აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო რეკლამის თავისებური სახე, რომელსაც საბჭოთა რეკლამას უწოდებენ. ის მოუწოდებდა მოსახლეობას შეენახა ფული შემნახველ სალაროებში, დაეცვათ საბჭოთა კავშირის საზღვრები, ჩაწერილიყვნენ მოხალისეებად და ა.შ.<ref>[http://www.inteleqtuali.ge/jurnali10.pdf ''გიორგი ყაზიშვილი'', სატელევიზიო რეკლამა და თანამედროვეობა, ინტელექტუალი, 2009, № 10, გვ. 149]</ref>
 
ამ სფეროში დიდი დატვირთვა ხმასაც გააჩნია, რასაც მოწმობს ავეჯის გადაზიდვის სერვისის რეკლამა.<ref>[http://www.myvideo.ge/?video_id=595997 ავეჯის გადაზიდვის სერვისის რეკლამა]</ref>
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია|2}}
 
ხაზი 51:
 
[[კატეგორია:მარკეტინგი]]
 
{{Link FA|tt}}
 
Line 119 ⟶ 120:
[[ta:விளம்பரம்]]
[[te:ప్రకటన]]
[[th:การโฆษณา]]
[[tl:Pag-aanunsyo]]
[[tr:Reklam]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეკლამა“-დან