ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა ვარსკვლავი
[[image:Andromeda_Galaxy_(with_h-alpha).jpg|thumb|250px|right|ანდრომედას გალაქტიკა]]
| ფონის ფერი = yellow
[[image:Andromeda_Galaxy_(with_h-alpha).jpg|thumb|250px|right | სახელი = ანდრომედას გალაქტიკა]]
| სურათი = [[File:Andromeda Galaxy (with h-alpha).jpg|250px]]
| წარწერა = M31
| დაკვირვების მონაცემები = yes
| ეპოქა = J2000
| თანავარსკვლავედი = [[ანდრომედა (თანავარსკვლავედი)|ანდრომედა]]
| ra = {{RA|00|42|44,3}}
| dec = {{DEC|41|16|9}}
| ვარსკვლავიერი სიდიდე = 3,44
| აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე = -20
}}
 
'''ანდრომედას გალაქტიკა''' სპირალური [[გალაქტიკა|გალაქტიკაა]]. რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლის]] მანძილზე იმყოდება [[დედამიწა|დედამიწიდან]], ანდრომედას [[თანავარსკვლავედები|თანავარსკვლავედში]]. ის, ასევე, ცნობილია, როგორც "მესიერ 31", M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედას ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი ''სპირალური'' გალაქტიკაა, რომელიც [[ირმის ნახტომი|ჩვენს გალაქტიკასთან]] მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი [[მითოლოგია|მითოლოგიური]] პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "[[ადგილობრივი ჯგუფი|ადგილობრივ ჯგუფში]]", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს [[ირმის ნახტომი|"ირმის ნახტომს"]] და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "[[ადგილობრივი ჯგუფი|ადგილობრივ ჯგუფში]]", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ [[ბნელიმატერია|ბნელ მატერიას]] და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური [[ადგილობრივი ჯგუფი|ჯგუფში]]. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი [[ტელესკოპი|ტელესკოპით]] მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი [[ვარსკვლავი]]: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარს მნათობს.