ბანტუს ხალხი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ეთნიკური ჯგუფი |ჯგუფი = ბანტუ |სურათი = [[ფაილი:Bantu area.png|2...
(განსხვავება არ არის)

22:36, 27 ივნისი 2012-ის ვერსია

ბანტუ — საერთო სახელი აფრიკაში მცხოვრები ბანტუს ენებზე მოლაპარაკე 300-600 ეთნიკური ჯგუფისა, რომლებიც გადანაწილებულნი არიან კამერუნიდან აღმოსავლეთით, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის გასწვრივ. საერთო გარჩევადობის კრიტერიუმით, განარჩევენ ბანტუს 250 ენას, თუმცა განსხვავებები ამ ენებსა და დიალექტებს შორის ხშირად დაუდგენელია, ორგანიზაცია Ethnologue კი საერთოდაც 535 ენას ითვლის.

ბანტუ

ბანტუს ხალხის გავრცელების არეალი
საერთო მოსახლეობა
დაახ. 200 მლნ
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ბანტუს ენები
რელიგიები ქრისტიანობა, ისლამი და ანიმიზმი

ბანტუს ოჯახი დაყოფილია ასობით ინდივიდუალურ ჯგუფებად. არც ერთი მათგანი რამდენიმე მილიონს არ აღემატება (უმსხვილესია ზულუ, დაახლოებით 10 მლნ). ბანტუს ერთ-ერთი ენა სუაჰილი მშობლიურია 5-10 მლნ ადამიანისათვის და ის სუპერ-რეგიონული ენაა, რადგან ათობით მილიონი ადამიანი მას მეორე სალაპარაკო ენად ფლობს.

ბანტუს უმსხვილესი ხალხებია: შონა (14 მლნ), რუანდა (13 მლნ), ზულუსები (10,5 მლნ), კონგო (10 მლნ), მაკუა (8,55 მლნ), კოსა (7,9 მლნ), რუნდი (7 მლნ) და ჩოკვე (1,95 მლნ).