ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
მეჯიკმა სეზონი საბოლოოდ 52 გამარჯვებით დაასრულა, რაც საკმარისი იყო დივიზიონში მე-2 ადგილისთვის, თუმცა პლეი-ოფში გასულებს, [[ატლანტა ჰოუქსი]] შეხვდა, სადაც 6 თამაშში დამარცხდა მეჯიკი. სტენ ვან განდის მწვრთნელობის დროს, გუნდი პირველად იქნა დროზე ადრე გამოვარდნილი პლეი-ოფიდან.
 
შემოკლებულ 2011-2012 წლების სეზონში (NBA ლოკაუტის გამო) მეჯიკმა სეზონის უქმეები ცუდად გაატარა, რადგან გუნდის ვარსკვლავი და ლიდერი - [[დუაიტ ჰოვარდი]] გუნდიდან გაშვებას ითხოვდა, თუმცა არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. სეზონი გუნდმა [[ოკლაჰომა-სიტი თანდერი]]ს წინააღმდეგ გახსნა, სადაც 89-97 დამარცხდა შობის დღეს. მეჯიკმა 37-29 შედეგით აღმოსავლეთში მე-6 ადგილი დაიკავა, პლეი-ოფში გასულებს კი მე-3 ადგილით გასული [[ინდიანა პეისერსი]] შეხვდა. მეჯიკმა შეძლო პირველ თამაშში გამარჯვება, თუმცა ეს აღმოჩნდა პირველი და უკანასკნელი გამარჯვება გუნდისთვის ამ წლის პლეი-ოფში და სერია შემდეგ 1-4 წააგო. 21 მაისს გუნდის მიერ განცხადდა, რომ გენერალური მენეჯერი - ოტის სმიტი და მთავარი მწვრთნელი - სტენ ვან განდი გუნდის ნაწილი აღარი იქნებოდნენ. სტენ ვან განდის მწვრთნელობისას, გუნდმა რეგულარულ სეზონში 259-135 შედეგი აჩვენა, ასევე პლეი-ოფში წარამტებულად გამოვიდა და შეძლო ერთხელ კონფერენციის ფინალში, ხოლო მეორე წელს კი [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გაყვანა გუნდის.
 
== არენა ==
7,386

რედაქტირება