ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 94:
2008 წლის 28 აპრილს, ემვეი არენაში მეჯიკმა შეძლო [[ტორონტო რეპტორსი]]ს დამარცხება 4-1. ეს იყო მეჯიკის პირველი პლეი-ოფის რაუნდის გადალახვა ბოლო 12 წლის მანძილზე. სამწუხაროდ მეჯიკი მეორე რაუნდში დამარცხდა 1-4 [[დეტროიტ პისტონსი]]ს წინააღმდეგ.
 
ახალი 2008-09 წლების სეზონის პირველი ნახევარი მეჯიკისთვის მეტად წარმატებული გამოდგა, გუნდმა პირველ 41 თამაშში 33 გამარჯვება შეძლო და მხოლოდ 8 თამაშში დამარცხდა, რითაც ლიდერობდა [[სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონი (NBA)|სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონს]]. თებერვლის დასაწყისში, გუნდის ერთერთმა ვარსკვლავმა - იამირ ნელსონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც დარჩენილ სეზონს გააცდენდა გუნდი. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში გასულებს [[ფილადელფია სიქსერსი]] შეხვდა, რომლის დამარცხებაც მეჯიკმა შეძლო, შემდეგ რაუნდში კი მოქმედ ჩემპიონ [[ბოსტონ სელტიკსი|ბოსტონ სელტიკსს]] შეხვდა, სადაც დამხმარე მწვრთნელი პატრიკ იუვინგი გუნდის ქომაგებს გარანტიას აძლევდა რომ შეძლებდნენ მე-7 თამაშში გამარჯვებას, რაც მოხდა კიდეც და მეჯიკმა სერია 4-3 მოიგო. კონფერენციის ფინალში გასულებს [[კლივლენდ კავალიერსკავალიერსი|კლივლენდ კავალიერსს]] შეხვდა, რომელსაც სეზონის MVP [[ლებრონ ჯეიმსი]] ლიდერობდა, სერია 6 მატჩიანი გამოდგა და გამარჯვებული მეჯიკი გამოვიდა, რითაც შეძლო ისტორიაში მეორედ [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა, სადაც [[ლოს-ანჯელეს ლეიკერსი|ლოს-ანჯელეს ლეიკერსს]] შეხვდა. პირველ ორ თამაშში მეჯიკი დამარცხდა, თუმცა მე-3 თამაშში შეძლეს სერია 1-2 გაეხადათ. ნელსონმა მოასწრო დაბრუნება ფინალურ სერიებში, თუმცა საბოლოოდ მეჯიკი 5 თამაშში დამარცხდა ლეიკერსთან.
 
=== 2010-დღემდე: ახალი არენა, ახალი შეხედულებები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლანდო_მეჯიკი“-დან