სამთა კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ საერთაშორისო ბმულები შეიცვალა
No edit summary
ხაზი 1:
'''სამთა კავშირი''' - გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის ბლოკი.
საფრანგეთისაგან კონტრიბუციის მიღებისა და გერმანიის ჯარების გაყვანის შემდეგ ბისმარკმა მიიჩნია, რომ მესამე რესპუბლიკის სამხედრო სიძლიერის აღდგენა მოსალოდნელთან შედარებით სწრაფად ვითარდებოდა. ამიტომ მან მოინდომა საფრანგეთთან ახალი ომის დაწყება, მაგრამ ამის საშუალება მას არ მისცეს რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ხელს არ აძლებდათ საფრანგეთის ხარჯზე გერმანიის შემდგომი გაძლიერება.
 
ბისმარკი შეუდგა რთულ დიპლომატიურ თამაშს. მისი მიზანი იყო დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთდაპირისპირება, რათა მათთვის საშუალება მოესპო მხარი დაეჭირათ საფრანგეთIსთვის გერმანიასთან ომის შემთხვევაში.
 
ბისმარკმა განიზრახა სამხედრო კავშირის ჩამოყალიბება გერმანიის ხელმძღვანელობით.
1879 წელს გერმანიამ და ავსტრია-უნგრეთმა, რომელიც ძლიერი მფარველის მოძებნას ცდილობდა, ხელი მოაწერეს რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ საიდუმლო სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამთა_კავშირი“-დან