მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

კოპაკაბანის პლაჟის კვარტალი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც საშობაო ღონისძიებას მასპინძლობს, რა დროსაც ფოიერვერკის სანახავად ქვიშიან პლაჟზე ორ მილიონ ადამიანზე მეტი იკრიბება. [[2001]] წელს, ღონისძიების უსაფრთხოების მიზნით, ფოიერვერკი ნავებიდან გაუშვეს. ლემეს ჩრდილოეთით, [[გუანაბარის უბე|გუანაბარის უბის]] შესასვლელში, მდებარეობს ურკის რაიონი და [[შაქრისთავა მთა]], რომელიც ზღვის თავზე აღმართულ ცნობილ მთას წარმოადგენს. მთაზე ასვლა შესაძლებელია ორ საფეხურიანი საბაგიროთი პრაია-ვერმელიიდან; საბაგირო შუალედურ გაჩერებას მორო-და-ურკაში ახდენს. მთიდან გადაშლილ ხედებს მხოლოდ [[კორკოვადო]]დან დანახული ხედები აღემატება.
 
პედრა-ბონიტაზე (''მშვენიერი კლდე'') პოპულარული საქმიანობაა [[დეტაპლანიდელტაპლანი]]. მოკლე ფრენის შემდეგ, პლანერები სან-კონრადოში, პრაია-დე-პეპინოზე ეშვებიან. [[1961]] წლიდან, [[ტიჟუკის ეროვნული პარკი|ტიჟუკას]], ქალაქით შემოსაზღვრულ უმსხვილეს, მსოფლიოში სიდიდით მეორე ურბანულ ტყეს, [[ეროვნული პარკი]]ს სტატუსი მიენიჭა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული ტყე — ფორესტა-და-პედრა-ბლანკა (''თეთრი კლდის ტყე'') ასევე რიო-დე-ჟანეიროში, დასავლეთ ზონაში მდებარეობს. ტყის კიდეზე, გავეის რაიონში მდებარეობს რიოს მოწინავე კერძო უმაღლესი სასწავლებელი — რიო-დე-ჟანეიროს საპაპო კათოლიკური უნივერსიტეტი (''Pontifícia Universidade Católica do Rio de Janeiro''). [[1984]] წელს, ტიჟუკის სიახლოვეს გადაიღეს ფილმი „ყველა ადანაშაულებს რიოს“ (''Blame It on Rio'').
 
[[2012]] წელს, [[CNN]]-მა [[იპანემა]] მსოფლიოს საუკეთესო საქალაქო პლაჟად დაასახელა.<ref>http://www.cnngo.com/explorations/life/best-city-beaches-209050?page=0,1</ref>