ყვავილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Arctotis.jpg|მინი|300პქ|გერბერას[[გერბერა]]ს ყვავილი]]
'''ყვავილი''' — [[თესლოვანი მცენარეები]]ს სქესობრივი გამრავლების [[ორგანო]]; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული [[ყლორტი]]ა, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. [[ყვავილსაჯდომი]] სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი [[ფიტოსინთეზი]]ს დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება [[მწერები]]ს მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის [[ყვავილსაფარი|ყვავილსაფარს]]. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.
 
ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას [[ანდროცეუმი]] ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან. მტვრიანები შეიძლება სამტვრე პარკებითაც იყოს შეზრდილი.
 
ნაყოფფოთლები სახეშეცვლილი [[მეგასპოროფილები]]ა. ნაყოფფოთლების შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპი ახასიათებს დეგენერიას[[დეგენერია]]ს და ტასმანიას გვარებს. ნაყოფფოთლის ზედა ნაწილი წაგრძელებულია და ქმნის სვეტს, რომელიც სპეციალური ჯირკვლოვანი ქსოვილით — დინგით ბოლოვდება.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|634|}}
* Первухина Н. В., Проблемы морфологии и биологии цветка, Л., 1970;
* Эсау К., Анатомия растений, пер. с англ., М., 1969;
 
{{Link GA|zh}}