ყვავილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: მინი|300პქ| '''ყვავილი''' — თესლოვანი მცენარეების სქ...)
 
[[ფაილი:Arctotis.jpg|მინი|300პქ|]]
'''ყვავილი''' — თესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული ყლორტია, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება. ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზეწდა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. [[ყვავილსაჯდომი]] სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას; იგი ფიტოსინთეზის[[ფიტოსინთეზი]]ს დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება მწერების[[მწერები]]ს მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის [[ყვავილსაფარი|ყვავილსაფარს]]. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.
 
ყვავილის ცენტრში მტვრიანები და ნაყოფფოთლებია. წარმოშობისა და ფუნქციის მიხედვით მტვრიანები მიკროსპოროფილებია[[მიკროსპოროფილები]]ა. მატგან უფრო პრიმიტიული მტვრიანები წარმოადგენს ბაბთისებრ ფირფიტას, რომელზეც ფირფიტის ქსოვილში მეტ-ნაკლებად ჩამჯდარი 4 წყვილ-წყვილად განწყობლი მიკროსპორანგიუმებია[[მიკროსპორანგიუმები]]ა. ევოლუციურად უფრო მაღალ საფეხურზე მტვრიანა შედგება სამტვრე ძაფისა და სამტვრე პარკისაგან.
 
ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას [[ანდროცეუმი]] ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან. მტვრიანები შეიძლება სამტვრე პარკებითაც იყოს შეზრდილი.
 
ნაყოფფოთლები სახეშეცვლილი მეგასპოროფილებია[[მეგასპოროფილები]]ა. ნაყოფთოლებისნაყოფფოთლების შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპი ახასიათებს დეგენერიას და ტასმანიას გვარებს. ნაყოფფოთლის ზედა ნაწილი წაგრძელებულია და ქმნის სვეტს, რომელიც საპეციალურისპეციალური ჯირკვლოვანი ქსოვილით - დინგით ბოლოვდება.