პლეისტოცენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Pleistocene north ice map.jpg|მინი|მყინვარული საფრის მაქსიმალური დონე ჩრდილოეთ პოლუსის სივრცეში]]
'''პლეისტოცენი''' ([[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ.]] πλεῖστος – მრავალრიცხოვანი და καινός – ახალი) — დედამიწის ისტორიის [[მეოთხეული პერიოდი]]ს შუა ეპოქა, რომელიც დაიწყო 2,588 მლნ. წლის წინათ და დამთავრდა 11,7 ათ. წლის წინ. მოსდევს [[ჰოლოცენი|ჰოლოცენს]] და წინ უსწრებს [[პლიოცენი|პლიოცენს]]. [[1839|1839 წელს]] ტერმინი „პლეისტოცენი“ [[მეცნიერება]]ში დაამკვიდრა ინგლისელმა გეოლოგმა [[ჩარლზ ლაიელი|ჩარლზ ლაიელმა]], რომელმაც კუნძულ [[სიცილია]]ზე კვლევების შედეგად გამოავლინა ფენა, სადაც ინახებოდა მოლუსკების ფაუნის დაახლოებით 70%. ამან განასხვავა აღნიშნული ფენები [[პლიოცენი|პლიოცენური]] ეპოქისაგან, რომელსაც ლაიელი მანამდე მიაკუთვნებდა ყველაზე ახალგაზრდა ნამარხ ფენებს. მოგვიანებით ლაიელმა პლეისტოცენი გამოყო დამოუკიდებელ ეპოქად, რომელსაც პოსტპლიოცენური უწოდა. ჯერ კიდევ მ-[[XX საუკუნე]]ში ტერმინი პლეისტოცენი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მეოთხეული პერიოდის ან ანთროპოგენის სინონიმს. პლეისტოცენი არის მეოთხეული პერიოდის პირველი ეპოქა ან [[კაინოზოური ჯგუფი]]ს მე-6 ეპოქა. პლეისტოცენი არსებითად ყინულოვანი ეპოქაა. [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] თვალსაზრისით, დაახლოებით ემთხვევა ძველი ქვის ხანას, ეგრეთ წოდებულ [[პალეოლითი|პალეოლითს]].
 
საქართველოში[[საქართველო]]ში კორელაციის სქემა იყოფა სამ სტადიად: ზედა პლეისტოცენი, შუა პლეისტოცენი, ქვედა პლეისტოცენი. საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის თანახმად პლეისტოცენი იყოდა ოთხ სტადიად: ზედა პლეისტოცენი, შუა პლეისტოცენი, ქვედა პლეისტოცენი, ჯელასიანი, რომლებიც გამოვლინდა [[სამხრეთი ევროპა|სამხრეთ ევროპაში]]. გარდა ამისა, საერთაშორისო კლასიფიკაციას ხშირ შემთხვევაში გააჩნია სხვა რეგიონული ქვედანაყოფები.
 
პლეისტოცენში [[დედამიწა]] გამყინვარების ფაზაში უკვე შესული იყო. დამახასიათებელია მყინვარული პერიოდის თანმიმდევრულად შედარებით თბილ გამყინვარებათშორისით შეცვლა. პლეისტოცენი შედგება გამყინვარების ოთხი პერიოდისაგან, რომელთაგან პირველი და კლასიკურია [[გიუნცური ეპოქა|გიუნცური გამყინვარება]] (1,2-1,0 მლნ. წლის წინ). გიუნცური აცივება დასრულდა გიუნც-მინდელური დათბობით (1,0-0,76 მლნ. წლის წინ), რომლის დროსაც [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა]], [[შავი ზღვა|შავ]] და [[ბერინგის ზღვა|ბერინგის ზღვებზე]] აღინიშნებოდა [[ტრანსგრესია (გეოლოგია)|ტრანსგრესიები]].
ხაზი 9:
მას მოჰყვა [[რისული ეპოქა|რისული გამყინვარება]], რომელიც [[ვიურმული ეპოქა|ვიურმული გამყინვარებით]] დაგვირგვინდა.
 
თანამედროვე [[გეოლოგია|გეოლოგიისა]] და [[პალეოგეოგრაფია|პალეოგეგრაფიის]] ამოცანაა უნიფიცირებული ქრონოსტრატიგრაფიული სკალების დასრულება და პლეისტოცენური ნალექების გლობალური კორელაცია; აგრეთვე პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციების შექმნა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
==ლიტერატურა==
 
[[ar:بليستوسين]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლეისტოცენი“-დან