კურდღლისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| commons = Category:Leporidae
}}
'''კურდღლისებრნი''' ([[ლათ.]] Leporidae) — [[ძუძუმწოვრები]]ს ოჯახი [[კუდღლისნაირები]]ს რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა[[მადაგასკარი]]სა, [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] სამხრეთ ოლქებისა და [[ანტარქტიდა|ანტარქტიდისა]]. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ [[სსრკ]]-ში ბინადრობსბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: [[ბოცვერი]] (Oryctolagus cuniculus), [[მანჯურიული კურდღელი]] (Caprolagus brachyurus), [[თეთრი კურდღელი]] (Leporidae timidus), [[რუხი კურდღელი]] (Leporidae europaeus), [[კურდღელი-ტოლაი]] (Leporidae tolai). [[საქართველო]]ში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.
 
კურდღლის ნაშიერს [[ბაჭია]] ჰქვია.