R136: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[image:R136 HST 2009-12-15.jpg|thumb|right|250px|მასიური და ახალგაზრდა [[ვარსკვლავთგროვა]], სახელად R136 რამდენიმე მილიონი წლისაა და ბინადრობს [[30 ოქროს თევზის ნისლეული|30 ოქროს თევზის ნისლეულში]] - [[ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები|ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების]] აქტიური რეგიონი [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]] - [[ირმის ნახტომი|ჩვენი გალაქტიკის]] ერთ-ერთი თანამგზავრი. ჩვენს გალაქტიკაში არ არის ცნობილი ისეთი აქტიური და ნაყოფიერი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონი, როგორიც 30 ოქროს თევზია. სურათი, რომელიც გადაღებულია [[ელექტრომაგნიტური გამოსხივება|ულტრაიისფერ, ხილულ სპექტრსა]] და წითელ შუქში [[ჰაბლი|ჰაბლის]] ფართო კუთხიანი კამერა 3-ით, დაახლოებით 100 [[სინათლის წელიწადი|სინათლის წელს]] გამოსახავს]]
 
'''R136''' (ოფიციალური სახელია RMC 136) — სუპერ-ვარსკვლავთგროვა „[[30 ოქროს თევზი|30 ოქროს თევზის]]“ (ასევე მოიხსენიებენ, როგორც [[ტარანტულას ნისლეული]]) ცენტრთან ახლოს, [[მაგელანის დიდი ნისლეული|მაგელანის დიდ ნისლეულში]]. ის ძალიან ახალგაზრდა [[ვარსკვლავთგროვა|ვარსკვლავთგროვაა]], რომლის ასაკი დაახლოებით 1-2 მილიონი წელიწადია. R136 შეიცავს გიგანტებსა და ზეგიგანტ [[ვარსკვლავი|ვარსკვლავებს]]. ვარსკვლავთა უმეტესობა არის [[O3 (სპექტრული ტიპი)|O3]] [[სპექტრული ტიპი|სპექტრული ტიპის]] - 39 მნათობი უკვე აღიარებულია ამ სპექტრული ტიპის ვარსკვლავად. გარდა ამისა, ამ გროვაში არსებობენ რამდენიმე [[ვულფვოლფ-რეიეტი]]რაიეს ვარსკვლავები]].
 
[[კლასტერი]] (იგივე გროვა) შეიცავს რამდენიმე კომპონენტს. ცენტრალური კომპონენტის - R136a-ს ბუნება თავიდან გაურკვეველი იყო. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ R136a არის [[ჰიპერგიგანტური ვარსკვლავი]], რომელსაც 1500 [[მზის მასა]] ჰქონდა, 30 მილიონჯერ კაშკაშა იყო, 55-60 000 [[კელვინი|K]] ზედაპირის ტემპერატურა ჰქონდა, ხოლო მისი დიამეტრი 50 მილიონ [[მილი (ერთეული)|მილს]] შეადგენდა. მისი ნამდვილი ბუნება გაირკვა მაშინ, როდესაც გამოიყენეს [[ჰოლოგრაფიული ლაქების ინტერფერომეტრი]]. ამის დახმარებით, ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მკვრივი [[ვარსკვლავთგროვა]], სხვა ფენომენებთან ერთად, შეიცავდა ძალიან მასიურ და კაშკაშა 12 ვარსკვლავს თავის ბირთვში. ამ ვარსკვლავების საწყისი მასა გამოთვალეს და აღმოჩნდა 37-დან 76 მზის მასამდე. 3 უკიდურესად კაშკაშა ვარსკვლავი ([[R136a1]], [[R136a2]] და [[R136a3]]) დომინირებენ გროვაში. ამ ვარსკვლავებიდან ერთ-ერთი - R136a1 არის ყველაზე მასიური ვარსკვლავი, რაც კი ოდესმე უპოვიათ მეცნიერებს დღემდე. მისი [[მასა]] [[მზე|ჩვენი დედავარსკვლავის]] მასას 265-ჯერ აჭარბებს, ხოლო მისი სიკაშკაშე მზისაზე 8 700 000-ჯერ მეტია. R136 ძალიან ბევრ ენერგიას გამოიმუშავებს რაც [[ტარანტულას ნისლეული|ტარანტულას ნისლეულს]] ხილულს ხდის. R136-ის მასა მეცნიერებმა შეაფასეს და დაახლოებით აღმოჩნდა 450 000 მზის მასა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში იგი [[სფერული გროვა]] გახდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/R136“-დან