იან ჰუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
[[ფაილი:Jan Hus.jpg‎|thumb|იან ჰუსი]]
[[ფაილი:Jan Hus at the Stake.jpg|thumb|იან ჰუსის კოცონზე დაწვის სცენა]]
'''იან ჰუსი''' (Jan Hus) (*დ. [[1369]], [[ჰუსინეცი]] გ. [[6 ივლისი]], [[1415]], [[კონსტანცა]]) — [[ჩეხები|ჩეხი ხალხის]] ეროვნული გმირი, ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგი, მქადაგებელი.
 
[[1393]] წელს დაამთავრა [[კარლის უნივერსიტეტი (პრაღა)|კარლის უნივერსიტეტი]] პრაღაში[[პრაღა]]ში. [[1396]]-დან წლიდან მაგისტრი, 1401-[[1402]] -წლებში – თავისუფალ ხელოვნებათა ფაკულტეტის დეკანი, [[1402]]-[[1403]] და 1409-[[1410]] წლებში კი კარლის უნივერსიტეტის რექტორიარექტორი იყო. ჰუსი გამოდიოდა ჩეხი ხალხის, [[ჩეხური ენა|ჩეხური ენისა]] და კულტურის ეროვნული უფლებების დასაცავად, ილაშქრებდა გერმანელი მოძალებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
 
ჰუსი ეზიარა ინგლისელი რეფორმატორის [[ვიკლიფი, ჯონ|ჯ. ვიკლიფისვიკლიფი]] და ჩეხი მქადაგებლების [[მილიჩი, იან|იან მილიჩისმილიჩი]]სა და [[იანოველი, მათე|მათე იანოველისიანოველი]] იდეებს. მათზე დაყრდნობით ჰუსმა შექმნა მწყობრი მოძღვრება, რომელშიც იგი მოითხოვდა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნას, ეკლესიის ძირეულ რეფორმას ადრინდელი ქრისტიანული ეკლესიის ყაიდაზე და საეკლესიო მიწების სეკულარიზაციას. მორწმუნეთა ქცევის ნორმად ის აცხადებდა საღმრთო წერილს. გაბატონებული კლასებისათვის ხელისუფლების შენარჩუნების უმთავრესი პირობა უნდა ყოფილიყო "საღმრთო„საღმრთო სჯულის"სჯულის“ დაცვა. ამ უზენაესი ნორმის დარღვევა მათ ქვეშევრდომებს ათავისუფლებდა მორჩილებისაგან. ამ დებულებიდან შემდგომში ტაბორიტებმა პრაქტიკული რევოლუციური დასკვნები გამოიტანეს.
 
[[1410]] წელს პაპმა შეაჩვენა ჰუსი. [[1412]] ჰუსმა გაილაშქრა [[ინდულგენცია|ინდულგენციებით]] ვაჭრობის წინააღმდეგ, რისთვისაც პრაღა დაატოვებინეს. სამხრეთ ჩეხეთში ჰუსმა 2 წელი იცხოვრა. აქ დაასრულა მან თავისი ტრაქტატი "ეკლესიის„ეკლესიის შესახებ“ შესახებ"([[1413]]) და [[ბიბლია|ბიბლიის]] ჩეხური თარგმანი, აქვე შექმნა ჩეხური ენის ორთოგრაფია. [[1414]] წელს ჰუსი გამოიძახეს [[კონსტანცის საეკლესიო კრებაზეკრება]]ზე. მიუხედავად იმპერატორ სიგიზმუნდის მიერ ნაბოძები შეუვალობის სიგელისა, კონსტანცაში ჩასული ჰუსი დააპატიმრეს [[1414]] წლის 28 ოქტომბერს, ხოლო [[1415]] წელს, როგორც უტეხი ერეტიკოსი - კოცონზე დაწვეს. ჰუსის მოწამებრივმა სიკვდილმა დააჩქარა ჩეხეთში რევოლიციური მოძრაობა, რომელსაც მისივე რეფორმისტული იდეები ედო საფუძვლად ([[ჰუსიტური ომები]] [[1419]]-[[1437]] წლებში).
 
== ლიტერატურა ==
* ''გიოშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 698, თბ., 1987
 
{{ქსე|11|698}}
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
 
{{DEFAULTSORT:ჰუსი, იან}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იან_ჰუსი“-დან